გიორგი კირთაძეს ბათუმში, კამერების წინ თავს დაესხნენ

გიორგი კირთაძეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, რამდენიმე სატელევიზიო კამერის წინ თავს დაესხნენ. გიორგი კირთაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია. თავდამსხმელმა ოპოზიციური პარტიის რეგიონულ ლიდერს კვერცხი ესროლა და ხელი დაარტყა. მან სიტყვიერად შეურაცხყო ჟურნალისტებიც. შემთხვევა ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ოფისის წინ მოხდა. „რაფერ რა მინდა, პირდაპირ მოღალატე …

მთავარი არხი: ქარელში „ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან ჩვენი ოპერატორი გადმოაგდეს

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ბექა ყორშიას ინფორმაციით, მასთან ერთად მყოფი ოპერატორი „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის ოფისის მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდეს. ჟურნალისტის თქმით, ოპერატორს აქვს სხვადასხვა სახის მოტეხილობა, ის კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. „მივედით შტაბში, რომ ჩაგვეწერა ზაზა გულიაშვილი. აგრესიულად დაგვხვდნენ, იყო გინება და ფიზიკური გაწევ-გამოწევა, ლევანი აივნიდან გადმოაგდეს… შტაბის წევრებმა მისამართიც კი არ გვითხრეს, რომ სასწრაფო დროულად …

„ოცნების“ მხარდამჭერები დაგვხვდნენ და გვეჩხუბეს“ – ქობულეთის მერიასთან 1 პირი დააკავეს

დღეს, 25 ნოემბერს, ქობულეთის მერიის წინ, ფიზიკური დაპირისპირების დროს, პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბონდო თედორაძე ამბობს, მას დილით სამსახურში შესვლის დროს, მერიის წინ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საკრებულოს უმრავლესობის წევრები დახვდნენ და შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. „არც მერიის დაბოქლომებას ვაპირებდი და …

მოქალაქე: დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ მერიის შესასვლელში მცემა

„მერიაში [ბათუმის] შევდიოდი ჩემს საქმეზე, მოვარდა მუხრან ვახტანგაძე და მითხრა, რა გინდა შენ აქ, რატომ მოდიო… მაგინა და მცემა, მერე ისევ ის ბიჭები დამესიენ, რომლებთანაც კონფლიქტი ადრე მქონდა,“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ჯელალ ქიქავა. მისი თქმით, ამ კონფლიქტის თვითმხილველი დაცვის პოლიციის თანამშრომლები არიან. ჯელალ ქიქავას თქმით, გამოძიება უკვე დაიწყო და ის ამჟამად აჭარის პოლიციის …

სასამართლოსთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმე და დაზარალებულის შვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. თვითმხილველების თქმით, დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ადგილზე მისულ პოლიციელებს კი, დაპირისპირებული პირების დაკავების საშუალება დაზარალებულის ახლობლებმა არ მისცეს. საუბარია ანზორ კონცელიძის მკვლელობის საქმეზე. იგი გასული წლის 4 ნოემბერს ჩაქვში მოკლეს. მკვლელობის საქმეზე სიმონ ავალიანია ბრალდებული. იგი ბრალს არ აღიარებს. საქმეს მოსამართლე ლევან …

Exit mobile version