ფერიის ბავშვთა პანსიონი სახელმწიფო ინსპექტორმა სამართალდამრღვევად ცნო – PHR

არასამთავრობო ორგანიზაციის – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ფერიის პანსიონი სამართალდამრღვევად ცნო. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ფერიის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის უფლებებს იცავს, პანსიონში ყოფნის დროს მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო. „როდესაც 2021 წლის 16 სექტემბერს ორგანიზაციამ განცხადებით მიმართა  ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდს (ფერიის პანსიონი) და ითხოვა ყოფილი აღსაზრდელის შესახებ მათთან …

ფერიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელი ხელვაჩაურის სასამართლომ დაზარალებულად არ ცნო – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR აცხადებს, რომ  პროკურატურამ და სასამართლომ, საპატრიარქოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელი დაზარალებულად არ ცნო. 2021 წლის ივნისში, მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი, კიდევ ერთი ბავშვთა სახლის ყოფილმა აღსაზრდელმა ისაუბრა, იქ ცხოვრების დროს, აღმზრდელების მხრიდან, მასზე ძალადობის და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებზე. „21 წლის ლუკა სარალიძემ, რომლის ინტერესებსაც PHR იცავს, საჯაროდ ისაუბრა მის …

ფერიის ბავშვთა პანსიონში 25 ბავშვს და 7 ზრდასრულს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფერიის ბავშვთა პანსიონში 25 ბავშვს და 7 ზრდასრულს კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვთა სახლი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იყო და ტარდებოდა ინტენსიური ტესტირება. 32-ვე კოვიდდადებითი კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი. ბავშვებს მეთვალყურეობენ ეპიდემიოლოგები, პედიატრები და იზოლირებულები არიან, რადგან მაღალი რისკის კონტაქტები იყვნენ. პრესსამსახურის ცნობით, ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ფერიის მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონი საპატრიარქროს დაქვემდებარებაშია.

Exit mobile version