927 ათასი ლარი ბათუმში 2 კორპუსის ფასადის რეაბილიტაციისთვის

ბათუმში, შავშეთის N6-ში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ფასადისა და ასევე, კობალაძის N5-ში მდებარე თექვსმეტსართულიანი სახლის ფასადის რეაბილიტაციაზე, მერიის სამმართველომ ტენდერი 927 149 ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით, ორთავე სახლის ფასადზე სამუშაოები 2023 წლის 11 მაისამდე უნდა დასრულდეს. „შემსყიდველი უფლებას იტოვებს პროექტის ვადების მართვის მიზნით მოსთხოვოს მიმწოდებელს გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა ან შემოიფარგლოს წერილობითი დავალების მიცემით, რომელიც უნდა …

3,3 მილიონ ლარს დახარჯავს ბათუმის მერია 5 კორპუსის ფასადის შესაფუთად

ბათუმის მერიამ 3,3 მილიონი ლარი გამოყო ქალაქის ბიუჯეტიდან ახმეტელის ქუჩაზე [დრამატული თეატრის გვერდით] მდებარე ხუთი 12-სართულიანი კორპუსის ფასადის შესაფუთად. სახლის ფასადის შეფუთვა, ტენდერის მიხედვით, გულისხმობს იერსახის შეცვლას, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასა და თბოიზოლაციას. ტენდერი ამ საცხოვრებელი სახლების ფასადების შეფუთვაზე 3 მილიონ 360 ათას 689 ლარით, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა [ფასის კლების ბიჯი კი, 33 ათას …

რუსთაველზე „ხრუშოვკის“ ფასადისთვის ბათუმის მერია 554 570 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

ბათუმის მერია რუსთაველის ქუჩა N10-ში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც 554 570 ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე აპირებს. ფასადის რეაბილიტაციას მერია „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებად“ აფასებს, რასაც შემდეგნაირად ასაბუთებს: „ადგილი, სადაც ეს შენობა მდებარეობს, წარმოადგენს ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ტურისტულ ადგილს. მნიშვნელოვანია ამ სახლზე არსებული პრობლემების მოგვარება მოხდეს დროულად, ასევე იმ არქიტექტურული იერსახისა, რომლითაც ამ …

Exit mobile version