ხვალ უმაღლეს საბჭოში კენჭს უყრიან ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებას

13 აპრილს აჭარის უმაღლესი საბჭო ოპოზიციის დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კენჭს უყრის. დეპუტატები სხდომაზე ხვალ, 12 საათზე შეიკრიბებიან. საუბარია 6 დეპუტატზე, რომლებიც უმაღლეს საბჭოში „გაერთიანებული ოპოზიციის“ პროპორციული სიით მოხვდნენ, თუმცა მათ დეპუტატობაზე უარი თქვეს, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა. 2020 წლის 21 დეკემბერს, არჩევნების შემდეგ,  ექვსმა დეპუტატმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს მიმართა. უფლებამოსილების შეწყვეტა …

„ნაცმოძრაობის“ 2 წევრს ქობულეთის საკრებულოში უფლებამოსილება შეუწყვიტეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ორ წევრს,  ბონდო თედორაძესa და მამული სურმანიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა. გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ დღეს, 26 თებერვალს, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. წინააღმდეგი მხოლოდ ორი წევრი იყო ასევე ოპოზიციის ფრაქციიდან. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად 6 თვის განმავლობაში მათი საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობის არმიღება და სხდომებზე გამოუცხადებლობა დაასახელეს. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს წევრის მიმართ უფლებამოსილების …

დღეს ზაზა თავაძე საკონსტიტუციოდან მიდის, როდის აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაახლოებით ორ კვირაში ეყოლება – მოქმედ თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს, უფლებამოსილება დღეს საღამოს ეწურება. ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა 2016 წლის ოქტომბრიდან, თუმცა ის მოსამართლე 2010 წლის 15 ივნისს გახდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს 10 წლის ვადით ნიშნავენ. ჯერ უცნობია, ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე. სასამართლოს პრესცენტრში განმარტეს, რომ სამ-სამი მოსამართლე ორი …

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ზაზა ოქუაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ – ზაზა ოქუაშვილს, დღეს, 24 იანვარს, რიგგარეშე სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, როგორც უმაღლეს საბჭოში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, მილიონერი დეპუტატის განცხადება იყო. ზაზა ოქუაშვილი უმაღლესი საბჭოს სხდომებს თითქმის არ ესწრებოდა. 2018 წელს ზაზა ოქუაშვილს, სხდომების გაცდენისთვის ხელფასიდან 205 ლარი და 50 თეთრი დაუქვითეს. მისი შრომის ყოველთვიური …

Exit mobile version