ოზურგეთის მერია „ურსას“ 30 ათას ლარს გადაუხდის ურეკში ზღვის სეზონის გახსნაზე 

ოზურგეთის მერიას ურეკში ზღვის სეზონის გახსნის ღონისძიება აქვს დაგეგმილი, სადაც ჯგუფი „ურსა“ იმღერებს. მერია კონცერტისთვის ჯგუფს ბიუჯეტიდან 30 ათას ლარს გადაუხდის – ექსკლუზიურად, გამარტივებული შესყიდვით. „შესყიდვის საჭიროება განპირობებულია მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიების მუსიკალური გაფორმების უზრუნველსაყოფად… ჯგუფ „ურსას“ მოწვევა დაიგეგმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, რადგან აღნიშნული ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყანაში და მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც“ – …

ურეკში ბულვარის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი დაიხარჯება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ქუჩების, ასევე, ბულვარზე გასასვლელების მოწყობისა და რეკონსტრუქციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 627 316 ლარია. პროექტი მოიცავს ურეკის ბულვარისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის, ე. თაყაიშვილის ქუჩისა და ასევე, ბულვარის პარალელური ქუჩის სამშენებლო სამუშაოებს. …

მაშველებმა ურეკში ოთხი ადამიანი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს დაბა ურეკში მაშველებმა ოთხი ადამიანი  გადაარჩინეს. სააგენტოს ცნობით ​ისინი სანაპიროდან ზღვაში 80-90 მეტრის დაშორებით იყვნენ შესულები და დახმარებას ითხოვდნენ. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. See more

გურიაში, ურეკში ტურისტებს აქლემით ასეირნებენ [ფოტო, ვიდეო]

ურეკში დამსვენებლებს აქლემით გასეირნებასაც სთავაზობენ. აქლემით გასეირნება ტურისტებს დაბის ზღვისპირა უბანში, პლაჟზე შეუძლიათ.  

დაბა ურეკში, ზღვაში მაშველებმა ექვსი ტურისტი გადაარჩინეს [ვიდეო]

დღეს დაბა ურეკში მაშველებმა სომხეთის სამი მოქალაქე გამოიყვანეს ზღვიდან.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მშობლები და 15 წლის გოგონა ზღვის სიღრმიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. დღეს მაშველებმა ასევე რუსეთის – ორი და ერთი საქართველოს მოქალაქე გადაარჩინეს. უწყების ინფორმაციით, ტურისტები არ დაშავებულან. See more  

Exit mobile version