უკანონო ნადირობის 97 ფაქტი 13 დღეში – დაფიქსირდა აკრძალული იარაღით ნადირობაც

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნადირობის სეზონის დაწყებიდან [19 აგვისტოდან] 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოავლინეს. „უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 30 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში. 26 ფაქტია გამოვლენილი იმერეთში, 11 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10 – შიდა ქართლში, 7 – კახეთში, ასევე 7 ფაქტია აღკვეთილი სამცხე-ჯავახეთში, 3-3 ფაქტი …

სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი

შს მინისტრის ბრძანებით სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი განისაზღვრა. ამავე ბრძანებით, ცვლილებები შევიდა სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის წესში. ახალი წესების დარღვევა კი, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. სამინისტროს ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში სანადირო იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, …

უკანონოდ ნადირობის 304 შემთხვევა გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნადირობის სეზონის დაწყებამდე 304 უკანონო ნადირობის ფაქტია გამოვლენილი. მათ შორის, აჭარაშიც. „ყველაზე მეტი – 230 უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში  – 21, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 18, აჭარასა და გურიაში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7, ქვემო ქართლში – 6, კახეთში კი 5 ფაქტი …

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა საქართველოში პირველი მარტიდან იკრძალება. „აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. ზოგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია, ასევე შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი …

უკანონო ნადირობის 386 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 24 აგვისტოდან დღემდე საქართველოს მასშტაბით, ნადირობის წესების დარღვევისა და უკანონო ნადირობის 386 ფაქტი გამოვლინდა. „უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 247 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. კახეთში უკანონო ნადირობის – 12 ფაქტი გამოვლინდა, ქვემო ქართლში – 4, სამცხე-ჯავახეთში – 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 49, აჭარასა და გურიაში – 27, აღმოსავლეთის …

Exit mobile version