52 წლის ქალს ბათუმში ტყუპი შეეძინა

52 და 65 წლის ცოლ-ქმარს ბათუმში ტყუპი გოგო-ბიჭი შეეძინა. კლინიკა „მედინას“ ინფორმაციით, სადაც ტყუპები დაიბადნენ, დავითის წონა დაბადების დროს 2.34 კგ იყო, ხოლო მარიამის – 2.44. ტყუპები სიმაღლეში ერთი ზომა აქვთ – 45 სმ. არიან. ახალშობილები საკეისრო ოპერაციის გზით გაჩნდნენ. ქირურგიული ოპერაცია მეან-გინეკოლოგებმა, ჯუმბერ უნგიაძემ და ირინა ნიკურაძემ ჩაატარეს. მთავარი ფოტო: ნარი ფაღავა ახალშობილ ტყუპებთან …

2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ასტროლოგ რამაზ გიგაურისგან. ვერძი იანვარში სასიკეთო იქნება ადრე დაწყებული პროექტების დასტაბილურება ან დასრულება. იანვრის ბოლოდან წარმატებული პერიოდი დაიწყება და აპრილის მეორე დეკადამდე გასტანს. ამ დროს შეძლებთ საქმიან კავშირების დამყარებას, სამსახურთან და ფინანსებთან წარმატებების მიღწევას. მოიმატებს მოგზაურობის ალბათობა (თუმცა თებერვლის ბოლოს და მარტის პირველ ნახევარში შესაძლოა ძველი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ). …

2018 წელს აჭარაში 62 ტყუპი ბავშვი დაიბადა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს აჭარაში 62 ტყუპი ბავშვი დაიბადა, სულ 126 ბავშვი, 60 ბიჭი და 66 გოგო. 126 ტყუპიდან ორ შემთხვევაში დაიბადა სამ-სამი ბავშვი. 2017 წლის მონაცემებით კი, აჭარაში ტყუპი ბავშვი 74 -ჯერ გაჩნდა, აქედან სამ-სამი ბავშვი ოთხჯერ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალური პროგრამის ფარგლებში ტყუპების მშობლებს ორ ბავშვზე ერთჯერადად 2000 ლარს ჩუქნის, სამი …

2017 წელს აჭარაში 144 ტყუპი დაიბადა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს აჭარაში 144 ტყუპი ბავშვი დაიბადა. „ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ 70 ოჯახს თითოეულ ტყუპზე 1000 ლარი გადასცა. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მთლიანობაში 144 000 ლარი დაიხარჯა.  „ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამა 2018 წელსაც გაგრძელდება.

Exit mobile version