ბათუმში, არდაგანის ტბის ზედაპირზე შლამის რაოდენობა კვლავ მომატებულია. კომპანია „ბათუმის წყალში“ განმარტავენ, რომ ამის მიზეზი ტემპერატურის მატებაა, რა დროსაც ტბებზე წყალმცენარეები და ხავსი მრავლდება. ბათუმის ბულვარში მდებარე არდაგანის ტბა წლებია ინტენსიურად ბინძურდება და ასევე ინტენსიურად იწმინდება. პერიოდულად მდგომარეობა მძიმდება, როცა ტბას ზედაპირზე შლამის მასა ედება, რაც სპეციფიკურ, უსიამოვნო სუნს წარმოშობს. შპს „ბათუმის წყალს“ ქალაქის ორივე …
Tag Archives: ტბა
ბათუმის ცენტრალურ პარკში ტბა ისევ გამწვანდა [ფოტო]
ბათუმის ცენტრალურ პარკში ტბის ზედაპირი კვლავ გამწვანდა. მისი უმეტესი ნაწილი გაუმჭვირვალეა. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ტბის პრობლემებს სპეციალისტები იკვლევენ, თუმცა კვლევის შედეგები როდის გახდება ცნობილი, ჯერ არ იციან. ამერიკული სამეცნიერო-კვლევითი ონლაინჟურნალი Lake Scientist-ი წერს, რომ ტბის ფერი და გამჭვირვალობა საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას იძლევა როგორც უშუალოდ ტბაზე [მასში წყალმცენარეების ზრდისა და ამ ტბის წყლის ხარისხის შასახებ], …
Continue reading “ბათუმის ცენტრალურ პარკში ტბა ისევ გამწვანდა [ფოტო]”
ნურის ტბაში თევზების დახოცვის მიზეზის დასადგენად სინჯებს დღეს აიღებენ [ფოტო]
რამდენიმე დღეა ბათუმის ცენტრალურ პარკში ნურის ტბის გამო მძაფრი, უსიამოვნო სუნი დგას. ორი დღის წინ კი ტბაში დახოცილი თევზები გამოჩნდნენ, რომლებსაც დასუფთავების სამსახური პერიოდულად იღებს წყლიდან, თუმცა მკვდარი თევზები ტბის ზედაპირზე კვლავ ტივტივებენ. ნურეს ტბის პრობლემას რამდენიმე წელია იკვლევენ, თუმცა დაჭაობების თავიდან აცილების ზუსტი გზები ჯერაც არ არის ცნობილი. ტბის საკითხი ახლა ააიპ ინფრასტრუქტურისა და …
Continue reading “ნურის ტბაში თევზების დახოცვის მიზეზის დასადგენად სინჯებს დღეს აიღებენ [ფოტო]”
ნურიგელის ტბაში ციანობაქტერიები კვლავ მომრავლდა [ფოტო/ვიდეო]
ნურიგელის ტბაში ციანობაქტერიები კვლავ მომრავლდა. სპეციალისტები ამას წლის დასაწყისშიც ვარაუდობდნენ, რადგან ტემპერატურის მატება [დათბობა] ტბაში ციანობაქტერიების გამრავლებისა და ყვავილობისთვის ხელსაყრელი პირობაა. „ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ანალიზებს, თუ როგორი მდგომარეობაა, პროცესი ეკოლოგისა და ჩემი მეთვალყურეობის ქვეშაა,“ – ამბობს მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე. ტბაში ციანობაქტერიების მატების მთავარ მიზეზად სპეციალისტებმა ტბასა და ზღვას შორის შეწყვეტილი წყლის …
Continue reading “ნურიგელის ტბაში ციანობაქტერიები კვლავ მომრავლდა [ფოტო/ვიდეო]”
მოყინული ტბები ბათუმში [ფოტორეპორტაჟი]
ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია ძლიერი ყინვა 2016 წლის 27 იანვარს ბათუმში ნურიგელის ტბის ზედაპირი მთლიანად გაიყინა: მოყინული ტბა და გზები ბათუმში [ფოტო]
ნურიგელის ტბაში თევზაობა სასტიკად აკრძალულია [ფოტო+ვიდეო]
“ნურიგელის ტბაში თევზაობა სასტიკად აკრძალულია” – დღეს ეს გაფრთხილება 6 მაისის პარკში, აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის პრეზიდენტმა – მურმან ჯიქიამ გაავრცელა. 6 მაისის პარკში მდებარე ტბის წყალი მომწამვლელია და არსებობს საშიშროება, რომ ეს ტოქსიკური ნივთიერება თევზიდან გადავიდეს ადამიანზე და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები – ამბობს მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე. ალექსანდრე თევზაძის განმარტებით, დამდგარ ტბებს …
Continue reading “ნურიგელის ტბაში თევზაობა სასტიკად აკრძალულია [ფოტო+ვიდეო]”