მინისტრის განმარტება სოსო გოგიტიძის დისშვილისთვის სადავო ქონების გადაცემაზე

ბათუმის ახალ ბულვართან ასლან აბაშიძის უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით, დღეს კომენტარი გააკეთა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ. საქმე ეხება მორიგების საფუძველზე სახელმწიფოს მიერ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონების მისი დისშვილისთვის – ენვერ ცეცხლაძისთვის გადაცემას. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის კომენტარი სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: …

სოსო გოგიტიძის ახლობლის წერილი ზურაბ პატარაძეს – მორიგება ჩამორთმეულ ქონებაზე

„ბათუმელების“ მიერ დღემდე მოპოვებული დოკუმენტები და სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიდა, რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ მსჯავრდებულ სოსო გოგიტიძის დისშვილისთვის დაებრუნებინა ბიძისთვის ჩამორთმეული ქონება. მით უფრო, რომ თავდაპირველად სწორედ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სთხოვდა სასამართლოს, არ დაეკმაყოფილებინა ცეცხლაძის მოთხოვნა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2006 წელის 15 აგვისტოს სოსო გოგიტიძეს ადამიანის გატაცების …

რატომ ასაიდუმლოებს აჭარის მთავრობა სოსო გოგიტიძის ქონებასთან დაკავშირებულ დოკუმენტს

ასლან აბაშიძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონების საკითხზე აჭარის მთავრობამ ოპოზიცია „ტყუილში“ დაადანაშაულა, მაგრამ საპასუხო განცხადებაში თავადაც მოიტყუა: აჭარის მთავრობამ გასულ კვირას გაავრცელა განცხადება, რომ სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონება ენვერ ცეცხლაძემ [გოგიტიძის დისშვილმა] ბათუმის და ქუთაისის სასამართლოების გადაწყვეტილების საფუძველზე დაიბრუნა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ენვერ ცეცხლაძის სარჩელი არ განუხილავს და, შესაბამისად, არც მისთვის ქონების აღდგენაზე  …

ენმ-ი სოსო გოგიტიძის ჩამორთმეული ქონების მისი დისშვილისთვის დაბრუნებას ეხმაურება

დღეს, 26 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რეზო ხარაზმა, ბათუმში ასლან აბაშიძის ცოლისძმის და მისივე ხელისუფლების უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის ყოფილ ქონებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ქონება, რომელიც უშიშროების ყოფილ მინისტრს სახელმწიფომ ასლან აბაშიძის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჩამოართვა, 2016 წლის 29 დეკემბერს, სოსო გოგიტიძის დისშვილს, ენვერ ცეცხლაძეს სასამართლო განჩინებით სახელმწიფომ დაუბრუნა. ამის შესახებ „ბათუმელები“, 23 თებერვალს წერდა.  …

Exit mobile version