რუსული სანქცირებული კომპანიის რეკლამები ბათუმის ავტობუსებზე – რა კითხვებს არ პასუხობს მერია და „ალმა“

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე რუსული, დასანქცირებული ონლაინ სავაჭრო კომპანიის, „ვაილდბერიზის“ რეკლამებია განთავსებული. მუნიციპალურ ავტობუსებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ განაგებს. თავის მხრივ, ეს კომპანია ბათუმის მერიას, ანუ სახელმწიფოს ეკუთვნის. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ და ჰკითხა, თუ რატომ განათავსეს რუსული, ამავე დროს სანქცირებული კომპანიის რეკლამები ავტობუსებზე და რამდენი ხნით არის განთავსებული? როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, მუნიციპალურ ავტობუსებზე სარეკლამო მასალის განთავსება, …

სახელმწიფო მიწები, რომლებითაც ივანიშვილი უკანონოდ სარგებლობს

ყოფილ პრემიერსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში], საერთო ჯამში, 846 370 კვ.მ მიწის ნაკვეთი [85-ჰექტარამდე] ეკუთვნით. გარდა ამისა, „ბლექ სი რიზორთსი“ აღნაგობის უფლებით სარგებლობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ გზას და პლაჟს [ფართობი 19 594 კვ.მ]. ასევე „ბლექ სი რიზორთსი“ სასტუმრო „პარაგრაფთან“ მისასვლელი გზის მიმდებარედ უკანონოდ სარგებლობს სახელმწიფოს კუთვნილ 89 316 კვ.მ ტერიტორიას, „ურეკი …

სოციალური შემწეობის მიღება სახელმწიფო საკუთრებაში უკანონოდ მცხოვრებ ადამიანებსაც შეეძლებათ

სოციალური შემწეობის მიღების უფლება იმ ოჯახებსაც ექნებათ, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში უკანონოდ ცხოვრობენ – გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. მოსარჩელე თამარ თანდაშვილმა სადავოდ გახადა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილება, რომლის თანახმად, „პირი ვერ დარეგისტრირდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუ იგი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში და ამ ფართის კანონიერი …

ეკუთვნით თუ არა სოციალური შემწეობა ადამიანებს, რომლებმაც სახელმწიფო ქონება თვითნებურად დაიკავეს?

ეკუთვნით თუ არა სოციალური შემწეობა ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს კუთვნილ შენობა-ნაგებობებში თვითნებურად შეიჭრნენ – საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყო. მოსარჩელე თამარ თანდაშვილია, რომელიც თვლის, რომ სახელმწიფო მის მიმართ ღირსების უფლებას და თანასწორობის პრინციპს არღვევს. თამარ თანდაშვილს გუდამაყარში, ერთ-ერთ სახელმწიფო ობიექტში აქვს ფართობი თვითნებურად დაკავებული. მოსარჩელე მთავრობის მიერ 2013 წელს მიღებულ განკარგულებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც პირი …

Exit mobile version