„ჩემი ქუჩიდან ნაგავი არ გაუტანიათ“ – დანაგვიანებული სვიშევსკის ქუჩა ბათუმში

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში მდებარე სვიშევსკის ქუჩიდან „ბათუმელებს“ მოქალაქე დაუკავშირდა. მის თქმით, ქუჩიდან კვირაზე მეტია ნაგავი არ გაუტანიათ, რის გამოც, ქუჩაში ნაგვის გროვებია. ფოტოებსა და ვიდეოკადრებზე, რომლებიც მოქალაქემ გამოგვიგზავნა აღნიშნული ქუჩიდან, ჩანს, რომ სანაგვე ურნები გადავსებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით და ურნის ირგვლივაც ნაგვის გროვებია. „ბათუმელები“ ბათუმის მერიის „სანდასუფთავებას“ დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ არ მოხერხდა ამ დრომდე ნაგვის …

დანაგვიანებული გომისმთა – ფოტორეპორტაჟი

აჭარა-გურიის საზღვარზე არსებული ულამაზესი გომის მთა ზღვის დონიდან დაახლოებით 2755 მეტრზე მდებარეობს. გომისმთა ცნობილია თავისი ღრუბლებისა და ნისლების „ტბით“, რომლის საცქერლად აქ ასობით ტურისტი ამოდის. ღრუბლების ზღვაში ჩამავალი მზე თუ ნისლებში მზის ამოსვლა დაუვიწყარ სანახაობას ქმნის. თუმცა, ამ მწვანე და მშვენიერ კურორტზე შეხვდებით საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანებულ ადგილებსაც, რაც ერთგვარ დისონანს ქმნის. ნაგვის ურნები ძირითადად კურორტის …

„ბათუმის წყალი“ დაასახელებს იმ ქუჩებს, სადაც სანიაღვრე არხებს მოსახლეობა ანაგვიანებს

სანიაღვრე ცხაურის მთავარი დანიშნულება ქალაქში არსებული სანიაღვრე წყლების შეკრება და უსაფრთხო გადინებაა. ცხაურაში ნაგვის ჩაყრა კი ხელს უშლის წყლის გადინებას, იზღუდება გამტარუნარიანობა, რამაც შესაძლოა მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის დაგუბება გამოიწვიოს. როგორც „ბათუმის წყალში“ ამბობენ, ყოველდღიურად მუშაობს რამდენიმე მობილური ჯგუფი, რომლებიც წყლის ცხაურებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან წმენდენ. „მობილური ჯგუფი ფიზიკური ძალის და სპეცტექნიკის მეშვეობით ასუფთავებს სანიაღვრე ცხაურებს და …

საკრებულო მსჯელობს, როგორ აიძულოს მოსახლეობა გადაიხადოს სანდასუფთავების გადასახადი

დღეს, 28 ივნისს, საკრებულოს სხდომაზე  მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აიძულონ მომხმარებელი, სანდასუფთავების მოსაკრებელი გადაიხადოს. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის, არჩილ ვანაძის თქმით, დღეს არ არსებობს სანდასუფთავების გადასახადის იძულებით ამოღების მექანიზმი. საკრებულოს წევრების მხრიდან იყო მსჯელობა, რომ სანდასუფთავების გადასახადი შესაძლოა მიებას წყლის ან ელექტროენერგიის გადასახადს. „თუ არ გადაიხდიან სანდასუფთავების მოსაკრებელს, მომხმარებლებს გაეთიშებათ წყალი ან შუქი,“ …

ქედის მერია სოფლებისთვის სანაგვე ურნებს იყიდის

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ქედის მერია 70 ურნას შეისყიდის და სოფლებში განათავსებს. ურნების შესაძენად ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარია გამოყოფილი. 440 კილოგრამის ტევადობის 70 ფოლადის ურნაზე სახელმწიფო შესყიდვა 7 თებერვალს გამოცხადდა. ქედის სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქედის მერიის ბალანსზე არსებულ შპს „ქედის კომუნალურსერვისს“ გააქვს კვირაში ორჯერ ბათუმის ნაგავსაყრელზე გადააქვს. სოფლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების სამართავად ქედის მერიამ კონტეინერების განთავსება გასულ წელს …

აჭარის მდინარეებში მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება

მდინარეების – მეჯინისწყლის, ბარცხანისწყლის, ყოროლისწყლის, ჩაქვისწყლის, დეხვას, აჭყვასა და კონტრიშის მიერ ჩამოტანილი „საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ზღვისა და სანაპირო ზოლის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით“ მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება. დამჭერი მოწყობილობა დამონტაჟდება ასევე ახალ ბულვარში, ჟილინის არხის შესართავთან. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დამჭერი მოწყობილობების შესაძენად აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 180 ათას 776 ლარი გამოეყო. მოწყობილობების შეძენას …

Exit mobile version