რატომ არ არის სამედიცინო პუნქტი გომის მთაზე

„ხომ შეიძლება პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი იყოს?“ – ერთსა და იმავეს ითხოვენ მოქალაქეები ფეისბუქში კურორტ გომისმთაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ. გუშინ, 29 ივლისს, კურორტ გომისმთაზე 10 წლის ბავშვი შეუძლოდ გახდა, ის ოზურგეთში ჩაიყვანეს და კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების თქმით, ბავშვს ანევრიზმა ჰქონდა. გომის მთაზე დამსვენებლები და მოიალაღეები ყოველ ზაფხულს ადიან, აქ წლებია ითხოვენ პირველადი სამედიცინო პუნქტის …

ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის კაცი დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს თავის ტრავმა აღენიშნებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 12 თებერვალს მოხდა. შს სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, დაწყებულია გამოძიება.

გონიოში მანქანა ხეს დაეჯახა, დაიღუპა 2 მგზავრი

ბათუმში, გონიოს დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექიმებს ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ორი კაცი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.  

ბათუმში სამი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

ქობულეთში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და ორსული ქალი დაშავდა

ქობულეთში, სოფელ გვარაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, მათ შორის, ფეხმძიმე ქალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

12 წლის გოგოს მდგომარეობა მძიმეა, მას ზებრა გადასასვლელზე მანქანა დაეჯახა

„მძიმეა მისი მდგომარეობა, მაგრამ სტაბილური,“ – გვითხრეს ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში 12 წლის გოგოს შესახებ, რომელსაც გუშინ, 21 ოქტომბერს, გონიოს დასახლებაში, ზებრა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თამარ ბახტაძის თქმით, დაშავებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება თავის ტვინის ტრავმით. გოგო კლინიკაში მიყვანის დროს შოკურ მდგომარეობაში იყო. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის …

ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა

ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აგებული. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. გათვალისწინებულია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალისა და სხვა ტექნიკური ინვენტარისთვის. შენობის გარე პერიმეტრზე განთავსდება ავტოპარკი. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ახალი ცენტრის გახსნაზე აღნიშნა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მაღალმთიან აჭარაშიც იგეგმება.

კომპანია: მშენებლობაზე ამწედან მოწვეული ექსპერტი ჩამოვარდა

ბათუმში, კაჩინსკების ქუჩა #4-ში მშენებლობიდან ახალგაზრდა კაცი ჩამოვარდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს თავის არეში ნახეთქი ჭრილობა ჰქონდა და იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ სამსახურში ასევე გვითხრეს, რომ დაშავებული კონტაქტური იყო, თუმცა მომხდარი არ ახსოვდა. მშენებლობას კაჩინსკების ქუჩაზე კომპანია „ანაგი“ აწარმოებს. სამუშაოთა მწარმოებელმა, მერაბ ჩხიკვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამწეკრანიდან დაქირავებული ექსპერტი ჩამოვარდა დაახლოებით ოთხი …

ავარიის შედეგად 21 წლის კაცი თავზე ნაფლეთი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ „კარფურთან“ ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 21 წლის მამაკაცი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავზე ნაფლეთი ჭრილობა ჰქონდა. ჰოსპიტალში დარჩა 45 წლამდე ქალიც, რომელმაც დაშავებული კაცის საავადმყოფოში გადაყვანის დროს უთხრა ექიმებს, რომ მუხლი სტკიოდა. ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მიხედვით.

ბათუმში ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა. სატვირთო მანქანის მძღოლი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ ექიმებს ერთი პირი გარდაცვლილი დახვდათ, ხოლო მეორე ქალა ტვინის დაზიანებით გადაიყვანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ავტოსატრანსპორტო მართვის საშუალების …

საკრებულოს წევრი: ხულოში სასწრაფოს ავტომობილები მწყობრიდანაა გამოსული

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულს წევრის,  ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხულოს ცენტრში მომუშავე ავტომობილები მწყობრიდანაა გამოსული. საკრებულოს წევრი ხელისფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს. „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს, რომელიც შეაკეთეს და მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ექვსი თვის წინ ზარზეიმით ღორჯომში თვითონ აიყვანა, ერთი თვეც კი არ უმუშავია, მწყობრიდანაა გამოსული. დღეს ხულოში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მხოლოდ ორი ავტომობილი მუშაობს, …

Exit mobile version