ბათუმში, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟსა და ამ ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობის მშენებლობაზე მერიის სამმართველოს ტენდერი 6 676 011 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერი სამმართველომ შეწყვიტა და აღარ გამოუცხადებია. „რესპუბლიკურის“ შენობა კი უკვე დაანგრიეს. „ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. N2-ში მდებარე არსებული შენობის დემონტაჟისა და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობის“ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში მერიის სამმართველოს 146 …
Tag Archives: სასწრაფო სამედიცინო დახამრების სამსახური
ბათუმში ავარიის დროს ავტომანქანა ამოყირავდა
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ავტოავარიის დროს მსუბუქი ავტომანქანა ამოყირავდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახური შემთხვევის ადგილზე არ გამოუძახებიათ.
ავარია ბათუმში – დაშავებულია 5 ადამიანი
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ანგისის დასახლებაში, დღეს, 3 თებერვალს, ავარია მოხდა. ავტოავარიის შედეგად დაშავებულია 5 ადამიანი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 4 მათგანი საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი – თურქეთის. დაშავებულები სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. როგორც „ბათუმელებს“ კლინიკაში უთხრეს, მათი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ერთს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა, მიმდინარეობს პაციენტებზე დაკვირვება.
ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „თიბისი ბანკთან“, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლი არ მიმალულა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაშავებულ მამაკაცს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა მიღებული და მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის ამ მონაკვეთში, …
Continue reading “ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა”
ავტოავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
ხელვაჩაურის გზატკეცილზე, კახაბრის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთის წინ მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მამაკაცს მრავლობითი დაზიანება ჰქონდა თავის არეში და იგი სასწრაფოს მანქანაში მოთავსების დროს გარდაიცვალა. ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი დაახლოებით 50 წლისაა. დაწყებულია გამოძიება სისხლის …
შსს: ბათუმში გოგო მე-5 სართულიდან გადმოხტა
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, 20 წლის გოგო მეხუთე სართულიდან გადმოხტა. შემთხვევა გუშინ, 15 თებერვალს მოხდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გოგო ცოცხალი გადაიყვანეს „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, თუმცა ის აგონიურ მდგომარეობაში იყო და მალევე გარდაიცვალა. გადმოხტომის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა
დღეს, 14 ივლისს, ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, 42-43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მძღოლი შეუძლოდ გახდა, მანქანა გააჩერა [მახვილაურის გადასახვევთან] და ძირს ჩავიდა. მგზავრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ადგილზე მისულ ბრიგადას მძღოლი გარდაცვლილი დახვდა. თვითმხილველების თქმით, გზაზე, მაშინ როცა მძღოლი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სხვა სასწარაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ჩამოიარა, მოქალაქეებმა მისი გაჩერება სცადეს, …
Continue reading “ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა”