ჟურნალისტების 11 საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოსთვის პრიორიტეტი არ არის

აჭარის ტელევიზიის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ უკვე 11 სარჩელი შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სარჩელები სასამართლოში წელს, სხვადასხვა დროს შეიტანეს ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა, როცა ისინი აჭარის ტელევიზიიდან გაათავისუფლეს ან რედაქციას ჩამოაშორეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არც ნათია კაპანაძის სარჩელის განხილვა დაუწყია – მან ერთი წლის და ორი თვის წინ, 2019 წლის 30 აპრილს მიმართა …

„დააჯარიმეს სასწრაფოს დასახვედრად გამოსული კაცი“ – ვინ ასაჩივრებს 3 000-ლარიან ჯარიმას

საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჯარიმების გასაჩივრების ვადის ათვლა 23 მაისს დაიწყო, როცა საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და 10 დღეს გრძელდება უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით. შესაბამისად, ამ ჯარიმების გასაჩივრება შეიძლება 2 ივნისამდე. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ანუ 21 მარტიდან 22 მაისის პერიოდში ფიზიკური და იურიდიული პირები არ იყვნენ ვალდებული ჯარიმა გადაეხადათ. დაჯარიმებულებს, …

სარჩელი საპოლიციო კონტროლის წესების შესაცვლელად

სარჩელი საპოლიციო კონტროლის წესების შესაცვლელად საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქეებმა მარიამ ბეგაძემ და გურამ იმნაძემ შეიტანეს. ისინი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ სამართლებრივი ნორმების არაკონსტიტუციურად მიჩნევას ითხოვენ, რომლებიც ქვეყანაში პოლიციურ კონტროლს ადგენს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ არსებული მოდელი სახელმწიფოს მხრიდან პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევას უშვებს. „პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს …

ნაკლებად ხილვადნი, ნაკლებად ხილულნი

ავტორი: ესმა გუმბერიძე, აქტივისტი ამ ბლოგისთვის ეს სათაური იმიტომ შევარჩიე, რომ უსინათლოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვა ჯგუფებს შორის ყველაზე ნაკლებად ხილვადნი ვართ. ყველაზე ნაკლებად განიხილება ჩვენი სპეციფიკა, ჩვენი საჭიროებები. ადამიანებს რომ ვეკითხები, შშმ პირები ვინ არიან-მეთქი, უსინათლოს ხშირად არცკი ასახელებენ. „და უსინათლოები“ – რომ კითხავ, კი ისინიცო, გიპასუხებენ შეყოვნების შემდეგ… მე კი სასამართლოში მაქვს …

Exit mobile version