ბათუმში თურქული სამხედრო ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა

დღეს, 4 მარტს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა. ხომალდი ამ დროისთვის ბათუმის ნავსადგურში იმყოფება. შს სამინისტროს ინფორმაციით, „ვიზიტის მიზანია, NATO-ს ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების – „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ მეორე დონის თვითშეფასების (SEL-2) ჩატარება. აღნიშნული პროცესი ქართველი …

ბათუმის პორტში ბრიტანული სამხედრო გემი შემოვიდა

დღეს, 15  ოქტომბერს, ბათუმის პორტში ბრიტანული სამხედრო გემი HMS DRAGON-ი შემოვიდა. გემი პორტში სამ დღეს დარჩება. “HMS DRAGON-ი ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელია მსოფლიოში. საჰაერო სივრცეში ნებისმიერი მიმართულებით მას ბადალი არ ჰყავს,” – ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე. საქართველოში შემოსვლამდე სამხედრო გემი უკრაინაში იმყოფებოდა.

“თავისუფლების ჩემპიონი” – ამერიკული სამხედრო გემი ბათუმშია

ამერიკის შეერთებული შტატების 154-მეტრიანი საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78)  ბათუმის ნავსადგურშია. ეს გემის მეორე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას. “ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე საქართველოში. გემის სლოგანია “თავისუფლების ჩემპიონი”, ზუსტად თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რასაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა და ეს არის საქართველოსა და ამერიკას შორის …

ამერიკული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტში

დღეს, 21 იანვარს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო ხომალდი Donald Cook-ი შემოვიდა. Donald Cook-ი (DDG 75) სარაკეტო გამანადგურებელია, რომლის ეკიპაჟში 306 მეზღვაურია. ეს ხომალდის მეორე ვიზიტია საქართველოში. პირველად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი Donald Cook-ი ბათუმის ნავსადგურში 2007 წელს იმყოფებოდა. ხომალდი Donald Cook-ი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც ემსახურება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და …

Exit mobile version