ბათუმის მერია 4.9 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ასხვისებს სამრეწველო ზონაში

ბათუმის მერია კახაბრის დასახლებაში, სამრეწველო ზონაში, დაახლოებით 5 ჰექტარ ტერიტორიის საიჯარო წესით გასხვისებას გეგმავს. ნაკვეთი ოთხ საკადასტრო ერთეულადაა დაყოფილი [49 651 კვ. მეტრი]. სავარაუდოდ მერია ოთხივე ნაკვეთს ერთ ლოტად გაასხვისებს, რადგან საკრებულოსთვის გადაგზავნილ დოკუმენტებში ოთხივე ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური ერთობლივად არის   განსაზღვრული და ჯამში 300 000 ლარია. შესაძლოა, ეს ფასი აუქციონის პირობებში გაიზარდოს. გასასხვისებელ ფართობთან …

ბათუმში პლასტმასის საწარმო იწვის – ხანძარი სამრეწველო ზონაში

ბათუმის სამრეწველო ზონაში ხანძარია, ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი პლასტმასის ნარჩენებს გაუჩნდა პლასტმასის ერთ-ერთ საწარმოში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საწარმოში ცელოფნის პარკებს ამზადებდნენ. ბათუმის სამრეწველო ზონა ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ არის მოწყობილი, სადაც სხვადასხვა სახის საწარმო მუშაობს. ხანძრის ზონასთან ახლოს დასახლება არ არის. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ღია სივრცეში იწვის პლასტმასის ნარჩენები, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად …

აგურის ქარხანას მოსახლეობამ გზა გადაუკეტა – მიზეზი მტვერია

ბათუმის სამრეწველო ზონაში აქციაა. მოსახლეობას ამ დროისთვის [22:45] აგურის საწარმოს შესასვლელი აქვს გადაკეტილი. აქციის მონაწილეები სატვირთო ავტომანქანას ქარხნის დატოვების უფლებას აღარ აძლევენ და ადგილზე საწარმოს ხელმძღვანელის მისვლას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, აგურის საწარმოდან პერიოდულად ძლიერი კვამლი ამოდის და ასევე მტვრის ბუღი აწუხებთ. “ისევ ძლიერი დაკვამლიანებაა. მესაკუთრე ამბობს, რომ ფილტრი დააყენა, მაგრამ ფაქტია, რომ კვამლი ისევ …

„ყველა აქედან ეზიდება ბეტონს და ფულს აკეთებს“ – ბრძოლა მტვერში ცხოვრების წინააღმდეგ

ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებლები აქციას მართავენ. სწორედ ამ ქუჩის გავლით სამშენებლო კომპანიები ეზიდებიან ბეტონს, რის გამოც სამრეწველო ზონის გვერდით მცხოვრებთ მზიან ამინდში მტვრის ბუღში უწევთ ცხოვრება, წვიმიან ამინდში კი გარშემო ყველაფერი ატალახებულია. „ყველა აქედან ეზიდება ბეტონს და ფულს აკეთებს. 15 ქარხანაა აქ, რომლებიც ძალიან კარგ შემოსავალს იღებენ. მათ შორისაა „ორბი“ და „ანაგი“ – ბეტონს ეზიდებიან. …

შეწყვეტილი აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საწარმოს ამოქმედების პირობით დაბა ხელვაჩაურში 10 418 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემას გეგმავდა, თუმცა ამ მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი დღეს შეწყდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ დაბა ხელვაჩაურში, სამრეწველო ზონაში, სადაც ნაკვეთის იჯარით გაცემა იგეგმება, შიდა გზის გაყვანაა დაგეგმილი. გზის გაყვანას გარკვეულ ტერიტორია სჭირდება, ამიტომაც საიჯარო ნაკვეთის საზღვრები …

რა შეიცვალა ბათუმის სამრეწველო ზონაში გზის გადაკეტვის შემდეგ

ბათუმის სამრეწველო ზონაში, სადაც  მოსახლეობამ 25 მაისს პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა და გურის მწარმოებელ საწარმოში შესულ სატვირთო მანქანას ტერიტორიის დატოვების საშუალება რამდენიმე საათით შეუზღუდა, ამ დროისთვის არაფერი შეცვლილა.  დატბორილ ქუჩებში ადამიანებს გავლა ისევ უჭირთ, ხოლო საწარმოს მძიმეწონიანი მანქანები ისევ ისე გადაადგილდებიან. ე.წ. სამრეწევლო ზონა ბათუმში, შანიძის ქუჩაზე მდებარეობს [ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორია]. შარაბიძეების სკოლის უკან მცხოვრები იამზე …

ბათუმის სამრეწველო ზონაში გზა გადაკეტეს

ბათუმის სამრეწველო ზონაში, სადაც სხვადასხვა კომპანია სამშენებლო მასალებს აწარმოებს, ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. რამდენიმე მოქალაქემ აგურის მწარმოებელი საწარმოდან გამოსული სატვირთო მანქანა რამდენიმე საათით გააჩერეს. ამ დროისთვის გზა, რომლითაც დაახლოებით 40 ოჯახი და საწარმოები სარგებლობენ, გახსნილია. “შეგვეცოდა მანქანის მძღოლი, დიდი გზა მაქვს გასავლელიო. ორი თუ სამი საათი გავაჩერეთ, რადგან ყურადღებას ისე არავინ გვაქცევს,”- უთხრა “ბათუმელებს” იამზე მჟავანაძემ. …

Exit mobile version