ბოლო ორ წელში საქართველოში სამოხელეო დანაშაულის 812 შემთხვევა გამოვლინდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ორ წელში [2021-2022] საქართველოში სამოხელეო დანაშაულის 812 შემთხვევა გამოვლინდა. 133 შემთხვევაში საჯარო მოხელეებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება,  ხოლო 383 შემთხვევაში უფლებამოსილებას გადააჭარბეს. ამავე წლებში სამსახურებრივი გულგრილობის 105 შემთხვევა გამოვლინდა. 78 შემთხვევაში კი, გამოვლინდა სამსახურებრივი სიყალბის ფაქტი. შსს-ს მონაცემებით, 2021-2022 წლებში გაიზარდა ქრთამის აღების შემთხვევებიც საჯარო მოხელეების მხრიდან. სულ გამოვლინდა 47 …

შსს-ს თქმით, წელს ქრთამის აღების ფაქტები შემცირდა, სამსახურებრივი სიყალბე კი – გაიზარდა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 111.76 პროცენტით გაიზარდა საქართველოში სამსახურებრივი სიყალბის მაჩვენებელი. წელს, ოქტომბრის ჩათვლით, 36 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი სიყალბის კუთხით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 17 საქმე იყო ასეთი. მთლიანობაში სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი [სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლიდან 342-ე მუხლის ჩათვლით] გაზრდილია 8.3 პროცენტით. მაგალითად, გაზრდილია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების რაოდენობაც: …

ინსპექტორის სამსახურმა ბათუმში ოფისი იმიტომ გახსნა, რომ საგამოძიებო საქმეების ნახევარი აჭარაზე მოდის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბათუმში ოფისი გახსნა. ეს სამსახური იძიებს სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევებს. სახელმწიფო ინსპექტორი ასევე სწავლობს პერსონალური მონაცემების დარღვევებს, თუმცა ბათუმის ოფისი ამ მიმართულებით არ იმუშავებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს ირაკლი კბილაშვილი უხელმძღვანელებს. იგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან გამომძიებლის, ხოლო შემდგომ საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის …

Exit mobile version