დარჩება თუ არა ბათუმს მწვანე ზონა – საკრებულოს მრჩეველთა საბჭო მერიისგან პასუხს ითხოვს

„იქნებ ჩვენც გვინდა, რომ შემოვიდეს შენიშვნები, რატომ ფიქრობთ, რომ ვმალავთ რაღაცას?“ – ამ კითხვით ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, მირიან მეტრეველმა საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს, კონკრეტულად კი, საბჭოს წევრს, ნინო ინაიშვილს მიმართა. მანამდე ნინო ინაიშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ ბათუმის მერიამ, საკრებულოსთან ერთად, მწვანე კონცხზე სამშენებლოდ გამიზნულ მიწის ფართობს ისე შეუცვალა ზონის სტატუსი, რომ …

ბათუმის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს კახაბერ გუჩმანიძე უხელმძღვანელებს. ბათუმის მერიის ცნობით, კახაბერ გუჩმანიძე დღეს, 10 სექტემბერს, ღია კენჭისყრით აირჩიეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დამსწრე წევრებმა. საბჭოს ასევე ეყოლება თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი, რომლებსაც მორიგ სხდომაზე აირჩევენ. კახაბერ გუჩმანიძე  ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაცია CENN- ის კოორდინატორია აჭარის რეგიონში, ასევე არის სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტების …

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო: მერიამ ჩვენი შენიშვნები და რეკომენდაციები არ გაითვალისწინა

ბათუმის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტში საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შენიშვნები და რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. ამის შესახებ საბჭოს თავმჯდომარემ, თეონა დიასამიძემ, საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის დამტკიცებამდე განაცხადა. საკითხის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ, მას უპასუხა, რომ ასეთი შენიშვნები მერიაში არ მიუღიათ. თეონა დიასამიძის თქმით, გარდა იმისა, რომ შენიშვნები „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა“ წერილობით პირადად მერს, ლაშა …

Exit mobile version