ბათუმიდან სხვადასხვა მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

ბათუმიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა. ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით ფასები დღეის, 2 მარტის, მდგომარეობით ასეთია: ბათუმი – თბილისი 25 ლ. ბათუმი – ქუთაისი 15 ლ. ბათუმი – ხულო 8 ლ. ბათუმი – შუახევი 4 ლ [არ შეცვლილა] ბათუმი – ქედა 2.50 ლ. ბათუმი – ფოთი 8 ლ. სამარშრუტო …

სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ბათუმში მგზავრობის ფასის გაზრდას ითხოვენ | LIVE

დღეს, 2 მარტს, ბათუმის მერიის წინ სამარშრუტო ტაქსის მძღოლები შეიკრიბნენ. ისინი მოითხოვენ მგზავრობის ტარიფის გადახედვას, რადგან მიიჩნევენ, რომ ბათუმში არსებული ტარიფი – 50 თეთრი – უსამართლოა გაზრდილი ხარჯებისა და კრიზისის ფონზე. მძღოლები აცხადებენ, რომ სანამ ყურადღებას არ მიაქცევენ და მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, სამუშაოდ არ გავლენ. მძღოლების თქმით, ბათუმში მგზავრობის ფასი 20-30 თეთრით უნდა გაიზარდოს. …

პირბადის გარეშე მგზავრობის გამო 549 პირს ბათუმში ტრანსპორტი დაატოვებინეს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ბოლო 5 დღის განმავლობაში 36 მგზავრი დააჯარიმეს მუნიციპალური ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის გამო, 549 პირს კი პირბადის გარეშე მგზავრობისთვის ტრანსპორტი დაატოვებინეს. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე მგზავრი არ დაიშვება. იკრძალება კონდიციონერის გამოყენება, ყველა მოძრავი საქარე მინა ღია უნდა იყოს. ფეხზე მდგომი მგზავრების ტრანსპორტირება მიკროავტობუსში აკრძალულია. მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, …

ჯარიმა 100 ლარია, თუმცა მერია გადაჭედილი „მარშუტკის“ მძღოლებს ვერ აჯარიმებს

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებიც გუშინ, 10 მარტს,  მგზავრთა გადაჭარბებული ნაკადის გადაყვანის გამო გააფრთხილეს, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ისევ აფრთხილებენ და ვერ აჯარიმებენ – ინსპექციას ჯერ არ აქვს ამ პროცედურისთვის საჭირო ოქმები. სანებართვო პირობების დარღვევა  100 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ინსპექციაში გვითხრეს, რომ დაჯარიმებისათვის საჭირო ოქმების ფორმები ბათუმის საკრებულომ გასულ ბოლო სხდომაზე დაამტკიცა: …

Exit mobile version