საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის გამოვლენილი პირების სავალდებულო 14-დღიანი იზოლაციის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საკარანტინე სივრცეში გადაყვანას, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს. აღნიშნულ პირთა სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებას, კვებას, დასუფთავებას, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნას კი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ 17 ივლისს მიიღო და ის ვრცელდება …
Tag Archives: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა
სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სომალის მოქალაქეები დააკავეს
ბათუმში, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფის) დასაცავ მონაკვეთზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სომალის რესპუბლიკის სამი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის …
როგორ გადაკვეთა სარფის გამშვები პუნქტი ჩემოდანში მყოფმა ქალმა
დღეს, 21 თებერვალს, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, სარფის გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საზღვრის გადაკვეთას ტანსაცმლის ჩემოდანში ჩამჯდარი ცდილობდა. ქალი თურქეთის საბაჟოს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ჩემოდანში. ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე. როგორ მოახერხა საქართველოს მოქალაქემ ქართული საბაჟო პუნქტის გავლა? ამ კითხვაზე შემოსავლების სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ შემთხვევა ტრეფიკინგს უკავშირდება, „ამიტომ კომენტარი …
Continue reading “როგორ გადაკვეთა სარფის გამშვები პუნქტი ჩემოდანში მყოფმა ქალმა”
შსს: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შრი-ლანკის მოქალაქეები თურქეთის მოქალაქის დახმარებით ცდილობდა
შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შრი-ლანკის რესპუბლიკის 3 და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ შრი-ლანკის რესპუბლიკის 3 მოქალაქე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის დახმარებით ცდილობდა“ – აღნიშნულია …