შსს: იანვარ-აპრილში საქართველოში 736 265 ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წლის აპრილის თვე 510 594 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 10,2 %-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 776 719 ვიზიტი განხორციელდა, რაც 11,1%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს, ის  736 265-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე …

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესი

საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი ბრძანება გამოსცეს. „ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების [სუროგაციის] გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის პროცედურას, პირობებსა და საქართველოდან გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა ტრეფიკინგის თავიდან აცილების მიზნით. ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „ბავშვი“ გულისხმობს არასრულწლოვანს“ – …

შსს ინფორმაციით საქართველოში ერთ თვეში 116 369 ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2016 წლის იანვრის თვეში ასე გამოიყურება: 2016 წლის იანვრის თვე 323 159 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 4,4 %-ით მეტია. ტურისტი – 116 369 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 4,3%); ტრანზიტი – 48 466 ვიზიტი …

შსს: 5,8 მილიონი ვიზიტი 2015 წელს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2015 წლის იანვარ-დეკემბრის ინტერვალში, ქვეყანაში 5 897 685 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ: 2015 წლის დეკემბრის თვე 465 962 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7 %-ით მეტია. ამასთან, შემოღებული …

Exit mobile version