ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ტვირთბრუნვა გაიზარდა – ბათუმის პორტი

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის  საერთო ტვირთბრუნვა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაიზარდა და 4 მლნ 24 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ნავსადგურის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ტვირთბრუნვის ზრდა ადასტურებს პორტის მომსახურებაზე სტაბილურ მოთხოვნასა და ტვირთნაკადების მოსაზიდად გაწეული სამუშაოების ეფექტიანობას. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ნავსადგურმა შემოსავლების გაზრდისკენ მიმართული ინიციატივები განახორციელა. 2026 …

რა რისკს შეიცავს მეზღვაურისთვის ჩრდილოვან ფლოტში დასაქმება – ინტერვიუ

მეზღვაური რომ გემზე სამუშაოდ წავიდეს, ორი გზა აქვს, მიმართოს საკრუინგო კომპანიას, რომელიც მოუძებნის მისთვის შესაფერის ვაკანსიას, ან თავად, დამოუკიდებლად იპოვოს სამუშაო გემზე. პირველ შემთხვევაში, მეზღვაურთან ერთად რისკებს საკრუინგო კომპანიაც ინაწილებს, მეორე შემთხვევაში, კი მთელი რისკი და პასუხისმგებლობა მეზღვაურზე მოდის. მიმდინარე წლის იანვარში ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიჩნეული ორი ნავთობტანკერი დააკავეს, რომლის ეკიპაჟშიც ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ. ნავთობტანკერის …

ბათუმის პორტმა 660 გემი მიიღო და 1.9 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავა – სტატისტიკა

ბათუმის პორტმა განახლებული ტვირთბრუნვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. პორტის მონაცემებით, გასულ წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ტვირთების გადატვირთვის საერთო მოცულობამ 7. 3 მილიონი ტონა შეადგინა. ამასთან, 2025 წლის განმავლობაში 1.7 მილიონი ტონა საბორნე ტვირთი დამუშავდა, კონტეინერების ტვირთბრუნვა კი 109.6 ათასი TEU იყო. „მშრალი ტვირთების ტერმინალზე დამოუკიდებლად ოპერირებული გადატვირთვის მოცულობა გაიზარდა 1.15 მილიონ ტონამდე, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე …

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა გასულ წელს 73 864 ავტომობილი მიიღო

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა გასულ წელს 73 864 ავტომობილი მიიღო, 2024 წელს კი – 73 783 ავტომობილი. კომპანიის ინფორმაციით, გასულ 2025 წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ რეკორდული რაოდენობის საკონტეინერო ტვირთი დაამუშავა. რაც შეეხება 2026 წლის იანვრის მონაცემებს, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით მაჩვენებელი 15 პროცენტით არის გაზრდილი. „2026 წლის იანვარში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 54 527 TEU კონტეინერი …

რატომ ვეღარ მუშაობს ბათუმის ნავსადგური სრული დატვირთვით – ჩიხი „შუა დერეფანში“

„საქართველო არის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ერთ-ერთი კარიბჭე“ – ეს წინადადება სხვადასხვა ფორმულირებით, თუმცა მსგავსი შინაარსით ერთხელ მაინც უთქვამთ იმ პოლიტიკოსებს თუ ბიზნესმენებს, ვინც შუა დერეფანზე საუბრისას საქართველოს როლის ხაზგასმას ცდილობს. რეალობაში კი საქართველო ვერ იყენებს თავის გეოგრაფიულ უპირატესობას, ვერ გამოიყენა ვერც 2022 წლის ომის შემდეგ გაჩენილი გეოპოლიტიკური ფანჯარა, ვერ ააშენა ანაკლიის პორტი, ვერ მოახდინა …

Exit mobile version