140 ათასი ლარი ბათუმში საბაევის სახლის „მცირე რეაბილიტაციისთვის“

ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. საბაევის სახლის „მცირე რეაბილიტაციისთვის“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. წინა ტენდერი, რომელშიც სააგენტოს ერთ-ერთი კომპანია მომსახურებას 128 267 ლარად სთავაზობდა, უარყოფითი შედეგით დასრულდა – კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს. ამჯერად სატენდერო თანხა 140 ათასი ლარია. შენობაში, რომელიც ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთაში მდებარეობს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის …

ძეგლის მცირე რეაბილიტაცია – 135 ათასი ლარი სააგენტოსგან დაცვის სამსახურის ოფისის რემონტისთვის

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მცირე რეაბილიტაციის პროექტი – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით მომზადდა და რომლის მიხედვითაც ბათუმში, ე.წ. „საბაევის სახლი“ უნდა გაარემონტონ. შენობაში, რომელიც მემედ აბაშიძის გამზირისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთაში მდებარეობს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფისია განთავსებული. „საბაევის სახლის“ ფასადის რეაბილიტაციაში წინა წლებში სააგენტომ 415 200 ლარი გადაიხადა. რაც …

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ოფისს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გაარემონტებს

ბათუმში „საბაევის სახლი“, რომლის რესტავრტაცია-რეაბილიტაციისთვის გასულ წელს ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა, გასარემონტებელია. ამ შენობაში, რომელშიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურია განთავსებული, შიდა სარემონტო სამუშაოებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჩაატარებს. შესაბამის მომსახურებას სააგენტო ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც 96 500 ლარი აქვს გათვალისწინებული. სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, შენობაში სხვადასხვა სამუშაო იქნება ჩასატარებელი. მათ შორის: ამორტიზებული …

Exit mobile version