„მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი 2012 წლიდან, რა თქმა უნდა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვარ,“ – არაფერს მალავს ედნარ მორთულაძე. ის რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურის საოლქო კომისიამ #3 საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ შეარჩია – „ნეიტრალურ“ წევრად. ნეიტრალური წევრი იმას ნიშნავს, რომ ვიდრე პარტიები საუბნო კომისიებში საკუთარი ინტერესების წარმომადგენლებს დანიშნავენ, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მიუკერძოებლად და სამართლიანად ჩატარებისთვის, …
Tag Archives: საარჩევნო ადმინისტრაცია
ენმ: მდივნების არჩევის რეპეტიცია საუბნო კომისიებმა უკვე გაიარეს
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საუბნო კომისიებმა თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი უახლოეს დღეებში უნდა აირჩიონ. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 28 სექტემბერს, საუბნო კომისიები მუშაობას იწყებენ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მდივანი, თავმჯდომარე და მისი მოადგილეც წინასწარ შერჩეულია. „ჩვენ მოვიპოვეთ „ქართული ოცნების“ შტაბების მიერ მუნიციპალიტეტების მერებთან შეთანხმებით შედგენილი „ქართული ოცნების“ აქტივისტების სია, რომლის მიხედვითაც დანიშნავენ საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეს, …
Continue reading “ენმ: მდივნების არჩევის რეპეტიცია საუბნო კომისიებმა უკვე გაიარეს”
ენმ: საუბნო კომისიების „დამოუკიდებელი“ წევრები რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ შეარჩია
„საუბნო კომისიების ე.წ. დამოუკიდებელი წევრები რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ დააკომპლექტა,“ – აცხადებს ირმა ხოროიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე მუნიციპალიტეტების მიხედვით საუბნო კომისიების წევრების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომლებიც სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებული საჯარო მოხელეების ოჯახის წევრები არიან. „საუბარია ოლქის მიერ არჩეულ წევრებზე. ათობით არის ასეთი შემთხვევა, როცა საუბნო კომისიის წევრი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის ნათესავი, …
რომელ პარტიებს აღარ ეყოლებათ წევრი საარჩევნო ადმინისტრაციებში
ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრი აღარ ეყოლებათ: „რესპუბლიკურ პარტიას“, „კონერვატორებს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“. ამ პოლიტიკურ ძალებს „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“ და „ქრისტიან-კონსერვატორები“ ჩაანაცვლებენ. ამ პარტიების წარმომადგენლებით უკვე დამტკიცდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. საოლქო და საუბნო კომისიები კი, არჩევნების გამოცხადების შემდეგ დაკომპლექტდება. „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“ და „ქრისტიან-კონსერვატორები“ …
Continue reading “რომელ პარტიებს აღარ ეყოლებათ წევრი საარჩევნო ადმინისტრაციებში”
სანქცია საარჩევნო კომისიისთვის, სადაც “ქართული ოცნების” გამარჯვება ცეკვით აღნიშნეს
ბათუმის პირველი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს, მაია ბლადაძეს და ამავე კომისიის მდივანს ბათუმის საოლქო კომისიამ ვადამდე ადრე უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამ უბანზე კომისიის წევრებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ “ქართული ოცნების” კანდიდატების გამარჯვება ცეკვით აღნიშნეს. ვიდეო მასალა კომისიის თავმჯდომარემ გუშინ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა. უფლებამოსილების შეწყვეტა ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისგმებლობის ფორმაა. ამ შემთხვევაში, კომისიის წევრი საარჩევნო ადმინისტრაციაში 8 …
აჭარაში 7 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე შეიცვალა
ბათუმსა და ხელვაჩაურში 7 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შეიცვალა. ოფიციალურად თითოეულმა თავმჯდომარემ თავად დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. ამ უბნებში რამდენიმე საჩივარი დაიწერა, თუმცა ოლქში ცვლილებებს საჩივრების რაოდენობას არ უკავშირებენ. “სხვა უბნებზეც ხომ იყო დარღვევები, იქ რატომ არ შეიცვალა თავმჯდომარე? თავისით დაწერეს განცხადებები და წავიდნენ,” – ამბობს “ბათუმელებთან” ციალა შავაძე, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მისი …
Continue reading “აჭარაში 7 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე შეიცვალა”