პატიმრობაში მყოფი ზუგდიდელი აქტივისტი, ალექსანდრე ჩილაჩავა ციხიდან წერილს ავრცელებს. მის წერილში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, ალექსანდრე ჩილაჩავა პროტესტის მონაწილეებს და ოპოზიციას მიმართავს. „გამარჯობა მეგობრებო, თანამებრძოლებო, ყველას მაგრად გაფასებთ… ყველაფერში ვგრძნობ თქვენ თანადგომას, რაც მთავარია – საერთო ბრძოლაში. მაბედნიერებს თქვენი არსებობა. არ არსებობს დიდი და პატარა ბრძოლა, როცა ერთ ნავში ვსხედვართ, ერთი იდეისთვის ვიბრძვით. მე ვიცი როგორია …
Tag Archives: პოლიტპატიმრების წერილები
„მამა გერმანიაშია“ – როგორ ცხოვრობს 4 ოქტომბრის საქმის პატიმრის ოჯახი
9 წლის თომას და 3 წლის თაიას ჰგონიათ, რომ მამა გერმანიაში, სამუშაოდ წავიდა. უკვე 8 თვეა ისინი მამას მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებიან. ყოველი დარეკვისას თომა მას ეკითხება, როდის ჩამოვა. ბავშვს ეუბნებიან, რომ მამა ჯერ ვერ დაბრუნდება. ამიტომ, თომას უნდა, დასთან და დედასთან ერთად თავად ჩააკითხოს ევროპაში. თომას და თაიას მამა, მანუჩარ მიქელაძე, 2025 წლის ოქტომბერში დააკავეს. …
Continue reading “„მამა გერმანიაშია“ – როგორ ცხოვრობს 4 ოქტომბრის საქმის პატიმრის ოჯახი “
ზვიად ცეცხლაძე გამოცდის ჩასაბარებლად ემზადება და რამდენიმე საკითხის გავლაში სპეციალისტი სჭირდება
პოლიტპატიმარი და სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე, რომელიც ციხეში გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონდე ადვოკატებს დახმარებას სთხოვს. „პატარა დახმარება მესაჭიროება, გამოცდებს ვწერ და საგამოცდო საკითხებში ვემზადები. რამდენიმე საკითხის უკეთ გავლა მჭირდება სპეციალისტთან ვალდებულებით სამართალში და სანივთო სამართალში, (მათ შორის, კაზუსები). თუ ვინმე მოახერხებთ ადვოკატის სტატუსით შემოსვლას და 1-2 საათს მაინც დამითმობთ, უაღრესად მადლიერი დაგრჩებით,“ – წერს …
„რევოლუცია თუ მოხდება, მოხდება მხოლოდ ყველასთვის მოულოდნელად“ – ნიკა მელიას წერილი ციხიდან
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რომელიც ამჟამად ციხეშია ე.წ. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, წერილით ეხმიანება 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს. „ბათუმელები“ სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ ნიკა მელიას წერილს, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „სალამი ყველას! ციხიდან შეგნებულად, პრაქტიკულად არ ვწერ, ვინაიდან ხშირი წერის შემთხვევაში, მომიწევს ვიყო უკიდურესად კრიტიკული რიგი სუბიექტების მიმართ, რისი კეთებაც ციხიდან …