ბათუმში „შერატონის“ მესაკუთრის სახელობის ქუჩისთვის სახელის შეცვლას კიდევ ერთხელ ითხოვენ

ელექტრონული პეტიცია – „ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩის სახელის გადარქმევა“- ბათუმის მინიციპალიტეტის პეტიციების გვერდზე 3 სექტემბერს გამოქვეყნდა და მას უკვე 481 ხელმომწერი ჰყავს. მოქალაქე დავით ფარტენაძე პეტიციით ითხოვს სახელი გადაერქვას რუსთაველის და გორგილაძის ქუჩების შემაერთებელ ერთ-ერთ მონაკვეთს, ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩას და მას ქართველი ჯარისკაცის ქუჩა ეწოდოს. წარმოშობით ლაზი ბიზნესმენის, ნურეთინ ჩარმიქლის სახელი ქუჩას ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით 2010 წელს …

ვარგისი, მალფუჭებადი საკვები გამოყენებული იქნას ქველმოქმედებისთვის – პეტიცია

მოქალაქე ლევან აღნიაშვილი საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართავს, დახლზე დარჩენილი, საკვებად ვარგისი, არა მალფუჭებადი სასურსათო პროდუქტის საქველმოქმედო მიზნით იქნას გამოყენებული. „შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის აპრილში 4523 ლარის ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ფუნთუშა გადაყარეს სანაგვე ურნებში. მაისში – 11 484, ივნისში – 7312, ივლისში – 9455, აგვისტოში – 7778, სექტემბერში – 5424, ოქტომბერში – …

საკრებულოში პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი ამოქმედდება

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც ბათუმის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილება შევიდა. აღნიშნული ცვლილება პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი და პროცედურები ასახული იქნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში (პეტიციების ნაწილში). დადგენილების მიღება არ იწვევს ქ. ბათუმის …

რეკრეაციულ სივრცეს სკვერის სტატუსი პეტიციის საფუძველზე მიენიჭა

2018 წლის 15 თებერვალს გამართულ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ბათუმში არსებულ ერთ-ერთ რეკრეაცულ სივრცეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკვერის სტატუსი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი პეტიციის საფუძველზე მიენიჭა. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ი. ჯავახიშვილის ქ. N2-8-ში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სამი ნაკვეთისათვის სკვერის სტატუსის მინიჭების საკითხი ბათუმის საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს მიერ გამართული ღია შეხვედრების – „შენი …

ბათუმის მერია არამუნიციპალური ველოსიპედების პარკინგის ადგილების განსაზღვრაზე იმუშავებს

არამუნიციპალური ველოსიპედებისთვის პარკინგის ადგილების მოწყობის მოთხოვნით ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: ნათია აფხაზავამ, ნინო ჩხაიძემ და ასლან ჭანიძემ საკრებულოს მიმართეს. მათ საკრებულოს წარუდგინეს პეტიცია, რომელსაც ხელს 1350 ბათუმელი აწერს. ბათუმის მერიაში ინციატივა მოიწონეს. ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურები არამუნიციპალური ველოპარკინგების მოსაწყობად ადგილების იდენტიფიცირებისთვის დაიწყენ მუშაობას. შემდეგ კი მოამზადებენ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებს, რის საფუძველზეც, …

სარეკრეაციო ზონაში სასტუმროები და საეკლესიო ობიექტები არ უნდა აშენდეს – პეტიცია საკრებულოს

მოქალაქეები ბათუმში სარეკრეაციო ზონაში დასაშვები სახეობებიდან რესტორნების, კაფეების, სასტუმროებისა და საეკლესიო ნაგებობების ამოღებას პეტიციით ითხოვენ. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მათ მოსაზრებას ნაწილობრივ, იმ შემთხვევაში იზიარებს, თუ ასეთი მშენებლობა მწვანე ნარგავების ხარჯზე იგეგმება. საკრებულო ამ საკითხის კენჭისყრას ხვალ, 15 თებერვლის სხდომაზე გეგმავს. ბათუმის საკრებულოს 50-ე მოქმედი დადგენილებით განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ, სარეკრეაციო ზონაში პარკების, სკვერების, ბულვარებისა …

ენმ: ბათუმში „შერატონის“ მესაკუთრის სახელობის ქუჩას სახელი ჩუმად შეუცვალეს

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კირთაძემ, ბათუმის მერია ერთ-ერთ ქუჩისთვის სახელის თვითნებურად გადარქმევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, თურქი ინვესტორის, ნურეთინ ჩარმიქლუს ქუჩაზე გაჩნდა ახალი აბრა წარწერით – „ქართველი ჯარისკაცის ქუჩა“, რასთან დაკავშირებითაც საკრებულოს გადაწყვეტილება არ მიუღია. სხდომაზე განათლების კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ბერაძემ განმარტა, რომ ამ ქუჩაზე სახელის გადარქმევის მოთხოვნით მოქალაქეებმა საკრებულოს …

მთავრობა პეტიციების წარსადგენად ელექტრონულ პორტალს ქმნის

საქართველოს მთავრობამ ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესები და პირობები დაამტკიცა. „ამ წესისა და პირობების დამტკიცების მიზანია საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა,  საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების ურთიერთდაახლოების გაადვილება,“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში. აღნიშნული წესისა და პირობების მოქმედება გავრცელდება ელექტრონული პორტალის მეშვეობით საქართველოს მთავრობის …

პეტიციები ხელვაჩაურში – თვითმმართველობა მოთხოვნებს გაისად დააკმაყოფილებს

ხელვაჩაურის თვითმმართველობას სხვადასხვა სოფლის მოსახლეობამ 5 პეტიციით მიმართა. მოთხოვნები ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეხება. პეტიციები ხელვაჩაურის საკრებულომ გამგეობასთან ერთად გუშინ განიხილა და მიიჩნია, რომ „ხალხის მოთხოვნები მიზანშეწონილია“. ამის მიუხედავად, პეტიციების დაკმაყოფილება წელს ვერ მოხერხდება იმ მოტივით, რომ ბიუჯეტი უკვე დაგეგმილია. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას პეტიციებით მოთხოვნილი პროექტების განხორციელებას მომავალი წლიდან დაჰპირდა. პეტიციებით მოსახლეობამ მოითხოვა: სოფელ ახალსოფელში სტადიონის მიმდებარე …

რას ითხოვს მოსახლეობა პეტიციით

აჭარის მთაში მცხოვრები მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას პეტიციით ითხოვს. მოქალაქეებმა პეტიციები დაწერეს სამივე მუნიციპალიტეტში, მათი მოთხოვნები თითქმის იდენტურია: მოსახლეობა, ძირითადად, სასოფლო გზების მოწესრიგებას, დაბებსა და სოფლებში აბრებისა და ნიშნულების  განთავსებას, საბავშვო ბაღების ეზოებისა და სოფლის ხიდების მოწყობას ითხოვს. პეტიცია, რომელსაც ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამომრჩევლის 1% აწერს ხელს, საინიციატივო ჯგუფის სამმა წარმომადგენელმა – ჰამლეტ გობაძემ, თეონა კოჩალიძემ …

„მამულიშვილთა კავშირი“ ახალ პეტიციას ამზადებს

„მამულიშვილთა კავშირი“ „აჭარის ოსმალთა ბატონობისაგან განთავისუფლების მემორიალის“ დადგმას ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში ისევ მოითხოვს. ანალოგიური მოთხოვნით კავშირმა ბათუმის საკრებულოს გასულ წელსაც მიმართა. რატომ ვერ განიხილა საკრებულომ „მამულიშვილთა კავშირის“ პეტიცია, უცნობია. “3200 ხელმოწერა შარშან ჩავაბარეთ, არადა საკმარისი იყო 1200. მივიღეთ სიტყვიერი დაპირებები, მაგრამ არ მოხდა საკრებულოს სხდომაზე მისი განხილვა. როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა …

პეტიცია ბათუმის ძველი ბულვარის დასაცავად

საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“  პეტიციას აქვეყნებს და აჭარის მთავრობას მიმართავს ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას. „ბათუმის ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, რომელიც უკვე 130 წელია ყალიბდება. დაარსებიდან დღემდე ბულვარი ბათუმის ისტორიის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მიგვაჩნია, რომ გადაკეთებითა და შეცვლით ბულვარი დაკარგავს იმ ნიშან-თვისებებს, რის გამოც იგი კულტურული მემკვიდრეობის …

Exit mobile version