მეცნიერებმა მარსზე დიდი რაოდენობით თხევადი წყლის ნიშნები იპოვეს

NASA-ს მეცნიერებმა მარსზე, პლანეტის ზედაპირის ქვემოთ, დიდ სიღრმეზე, თხევადი წყალი აღმოაჩინეს. წყალი მეზობელ პლანეტაზე აქამდეც იპოვეს, მაგრამ არა თხევად მდგომარეობაში, არამედ პოლუსებზე ყინულის და ატმოსფეროში ორთქლის ნარჩენების სახით. რეზერვუარი შეიცავს თხევად წყალს იმ რაოდენობით, რომ პლანეტის ზედაპირზე ოკეანეები შეავსოს, წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“. BBC წერს, რომ მეცნიერებმა, NASA-ს კოსმოსური საფრენი აპარატის, Insight-ის მიერ შეგროვებული …

ნასას კოსმოსური ხომალდი „ორიონი“ მთვარეს მიუახლოვდა

უპილოტო კოსმოსური ხომალდი „ორიონი“, რომელიც Artemis-1-ის მისიის ფარგლებში გაფრინდა დედამიწიდან 16 ნოემბერს, მთვარეს მიუახლოვდა. „ნასას“ 21 ნოემბრის მონაცემებით, „ორიონი“ მთვარიდან დაახლოებით 130 კმ მანძილზე იმყოფებოდა. „ორიონმა“ კიდევ სამი კვირა უნდა იფრინოს, რის შემდეგაც დედამიწაზე დაბრუნდება. მისია Artemis-ი საზოგადოებას 2020 წელს წარუდგინეს. მისიის მიზანია ასტრონავტების დაბრუნება მთვარეზე ბოლო მისიიდან [„აპოლონ 11“, ამერიკული მისია 1972 წელს] ნახევარი …

მომდევნო კვირას დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი მოუახლოვდება

ამერიკული ტელეკომპანია CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომ  მომდევნო კვირას დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი მოუახლოვდება. იგი 1994 წელს აღმოაჩინეს და ცნობილია, როგორც „7482“ . ნასას სამეცნიერო ცენტრის მონაცემების მიხედვით, რომელიც პოტენციურად სახიფათო კომეტებსა და ასტეროიდებს იკვლევს, კოსმოსური სხეული 76 192 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს და დედამიწას 18 იანვარს 1,9 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაუფრენს.  ნასას პროგნოზით, „7482“ დედამიწას …

„ნასას“ ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე გადადიან – SpaceX-ი დანიშნულების ადგილზეა

19-საათიანი ფრენის შემდეგ „ნასას“ ასტრონავტებმა  – დაგ ჰარლიმ და ბობ ბენკენმა დანიშნულების ადგილს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურრს მიაღწიეს, რომელსაც წარმატებით მიუერთეს SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის კაფსულა, რაც ურთულესი პროცედურაა ასტრონავტიკაში. ამ დროს ასტრონავტების მომზადების მაღალი ხარისხი უნდა იყოს გარანტირებული, რადგან მათ ხშირად უშუალოდ ხელით უწევთ რთული მანევრების ჩატარება, რომ ხომალდები ერთმანეთს მიუერთონ და დაუკავშირონ. თუ ეს დაკავშირება …

ნასას წინასაახალწლო ფოტოები კოსმოსიდან

ამერიკული გამოცემის, The Atlantic-ის ვებგვერდებზე, ტრადიციის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში 25 დეკემბრამდე ყოველდღე ქვეყნდება 1990 წელს ორბიტაზე გაშვებული კოსმოსური ტელესკოპის, ჰაბლის მიერ გადაღებული თითო ფოტო. ნასას სპეციალური, ჰაბლის მისიის გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ გამოსახულება, რომელსაც მოცემულ მომენტში ხედავს ტელესკოპი და დაათვალიეროთ კადრები. როგორი იყო ჩვენი გალაქტიკა და დედამიწის მიღმა სამყარო მთელი წლის მანძილზე? გამჭვირვალე, ვარსკვლავებით …

NASA-ს ინჟინერი თბილისში და პირდაპირი ჩართვა ბათუმის ამერიკულ კუთხეში

საქართველოში NASA-ს ინჟინერი შონ ფულერი ჩამოდის. ვიზიტი დაგეგმილია 12-13 ივნისს და მოიცავს ამერიკის სამოქალაქო კოსმოსური პროგრამისა და ჯანსაღი ეკონომიკის განვითარებისათვის სამეცნიერო განათლების მნიშვნელობის შესახებ ლექციებსა და სემინარებს. 13 ივნისს 16:00 საათზე ბათუმის ამერიკულ კუთხეში დაგეგმილია ონლაინ ვებჩატის მეშვეობით, თბილისში აშშ-ის საელჩოდან შონ ფულერის პირდაპირი ჩართვა. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. სამუშაო ენა: ინგლისური. იმავე დღეს, სამშაბათს, 13 …

Exit mobile version