უცხოეთის 4 მოქალაქე ნარკოდანაშაულზე დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩინეთისა და გერმანიის 2 მოქალაქე, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებული საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, აეროპორტში მისი პირადი ჩხრეკა განხორციელდა. …

ბრალდებული ნარკოტიკს ბათუმში სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა და ფოტოებს შემძენს უგზავნიდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული ო.ო. დააკავეს. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება და საქართველოში უკანონოდ შემოტანა. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, …

ქობულეთსა და თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „პოლიციამ ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტებიც აღკვეთა – სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღო და 3 პირი დააკავა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა …

ბათუმში 110 აბი მეტადონი, ჰეროინი და მეტამფიტამინი ამოიღეს – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი – 1985 წელს დაბადებული გ.გ. და 1988 წელს დაბადებული მ.ვ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე შეაჩერა. პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 110 აბი „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე, „ჰეროინის“ და „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკი. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის …

ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ბათუმის აეროპორტში

4 ნოემბერს საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეების, ი.შ.სა და ბ.თ-ს კუთვნილი ბარგების დათვალიერებისას, 208 კაფსულა და 11 აბი ფსიქოტროპული და 27 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. საქმეთა მასალები, …

Exit mobile version