პირველი საქმე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ – 21 პირიდან 16-მა მსაჯულობა არ ისურვა

“მძევლად ხელში ჩაგდების საქმეზე” ნაფიც მსაჯულებს პროკურორები და ადვოკატები დღევანდელ პროცესზე არჩევენ. პროცესი დღის სამ საათზე დაიწო და ამ დრომდე გრძელდება. არჩევანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 150 კანდიდატიდან კეთდება, თუმცა სასამართლო პროცესზე მხოლოდ 21 მოვიდა. აქედან 16-მა მსაჯულობაზე უარი თქვა და მათი მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა. “თქვენ ხართ, ფაქტობრივად, მოსამართლე. მადლობა, რომ მოხვედით სასამართლოში,” – მიმართა …

კაცმა $18 ათასისთვის დეიდაშვილი გაიტაცა – ნაფიცი მსაჯულების პირველი საქმე ბათუმში

“არა”- სამივე ბრალდებულმა ერთნაირად უპასუხა მოსამართლეს კითხვაზე: “ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?” საუბარია “მძევლად ხელში ჩაგდების საქმეზე”. შემთხვევა გასული წლის დეკემბერში მოხდა. “ხომ არ არის აქ ის პირი, ვინც გაიტაცეს ან მისი ახლობელი?”- ჩვენს ამ შეკითხვას პროცესის დაწყებამდე დარბაზში გაღიზიანება მოჰყვა. “როგორ გაბედავდა აქ მოსვლას,”- გვითხრეს ბრალდებულების ახლობლებმა. ვიდრე მოსამართლე დარბაზში შემოვიდოდა, ახლობლებმა ასევე გვითხრეს, …

5 დღე მძევლად – გატაცებული ბინაში გამოკეტეს, ხელ-ფეხი და პირი ლენტით აუკრეს

5 დღე მძევლად ქობულეთში მცხოვრები ადამიანი იმყოფებოდა. 5 დღის შემდეგ ბათუმში, ნაქირავებ ბინაში გამოკეტილი კაცი პოლიციელებმა იპოვეს. შემთხვევა 2018 წლის დეკემბერში მოხდა. ქობულეთის მცხოვრებს ვალი ჰქონდა გადასახადელი ასევე ქობულეთში მცხოვრებისთვის – დაახლოებით 10 ათასი ამერიკული დოლარი. პროკურატურის ვერსიით, დაზარალებული, თანხის მიღების მოტივით, სამმა ბრალდებულმა ჯერ შუახევში წაიყვანა იძულებით ნათესავის ოჯახში, შემდეგ – ქობულეთში. საბოლოოდ, დაზარალებული …

Exit mobile version