აჭარის განათლების სამინისტროში მოსწავლეების ტრანსპორტირების საკითხზე შეხვედრა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე და პროგრამის კოორდინატორი ჯაბა აბულაძე იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც ახორციელებენ საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას. შეხვედრაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების საკითხები განიხილეს, მათ შორის, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული (COVID-19) რეკომენდაციების დაცვა. მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს აუცილებელია კომპანიამ უზრუნველყოს …

კონკურსი XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის – გამარჯვებულს 20 000 ლარი გადაეცემა

მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურს სახელწოდებით – „ჩემი იდეა ჩემს სკოლას“. „თუ ფიქრობთ, რომ თქვენი იდეით შეგიძლიათ თქვენი სკოლის განვითარება, მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა“, – წერია საკონკურსო განაცხადის ფორმაში. – „გაერთიანდით თქვენს მეგობრებთან ერთად და გამოგვიგზავნეთ პროექტის აღწერა, სადაც მოგვიყვებით, თუ რას გააკეთებდით 20 000 ლარად თქვენი სკოლისთვის და დაგვანახებთ იდეის …

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების შემდეგ, 15 წლის გოგოს მონასტერში უშვებენ

„გარეთ იშვიათად ან საერთოდ აღარ გავდივარ. დედამ თქვა, სხვებს არ უნდა დაენახოო… ამას წინათ ქუჩაში ვიღაც ქალმა მიცნო, შეხედეთ, ეს უსირცხვილო ქუჩაში დასეირნობს უკვეო,“ – საკუთარ ისტორიას 15 წლის გოგო გვიყვება. ცხოვრება მისთვის რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, როცა მისი და მისი თანაკლასელი ბიჭის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი კადრები სოციალური ქსელში გავრცელდა. უკვე რამდენიმე თვეა გოგოს სკოლაში არ …

112-ის ოპერატორი მოსწავლის მისამართს სკოლების საინფორმაციო სისტემაზე წვდომით დაადგენს

112-ის ოპერატორს შესაძლებლობა ექნება, გადაუდებელი შემთხვევის დროს, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა  eSchool-ის საშუალებით, ოპერატიულად დაადგინოს დაზარალებული ბავშვის სახელით, გვარითა და სკოლის მონაცემით მისი საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია. ამას შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-სა და განათლებისა სამინისტროს სსიპ-ს „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“ (EMIS) შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია …

Exit mobile version