2022 წლის აპრილიდან მოპედის მძღოლს მართვის მოწმობა დასჭირდება

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა მოპედების რეგისტრაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება. ცვლილების თანახმად, მოპედი დაექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას და მის სამართავად პირს სავალდებულოდ დასჭირდება ახალი – “AM” კატეგორიის მართვის მოწმობის აღება. შსს-ს ცნობით, მოპედებზე, გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით, გავრცელდება სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები. მოპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად მინიმალური ასაკობრივი ზღვარია 16 წელი. …

იგეგმება მოპედზე მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება – გომელაური

„იგეგმება მოპედის რეგისტრაცია, მოპედზე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის გაცემა“ – განაცხადა დღეს, 21 თებერვალს, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მოპედის მძღოლებისთვის მართვის მოწმობის გაცემაზე ორი წლის წინაც იყო საუბარი, როცა საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ავტომობილის მართვის მოწმობას 17 წლის პირები ვეღარ აიღებდნენ.    

ავტომანქანა მოპედს დაეჯახა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 30 სექტემბერს, რამდენიმე წუთის წინ, ავარია მოხდა ბათუმში. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, მოპედის მძღოლი დაჟეჟილობებით, პოლიტრავმით გადაყვანილია კლინიკაში. სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული კონტაქტური იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით: „ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური …

სიმთვრალეში მოპედის მართვა დასჯადი ხდება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით მოპედის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში დასჯადი იქნება. ცვლილება ძალაში 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან შევა. ზემოაღნიშნულ კოდექსში შეტანილი ცვლილებებით: [crosslist] „მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“ მოპედის მართვა ნარკოტიკული ან …

შსს: ჯარიმის ოდენობა 20%-ით შემცირდება, თუ სმს შეტყობინებიდან 10 დღეში გადაიხდით

დღეს მთავრობამ შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეოჯარიმების აღსრულებასა და ლიზინგის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი ​მოიწონა. ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებული ინოვაციური მოდელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში შეიმუშავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით: საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით წამახალისებელი მექანიზმი ინერგება. ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ …

Exit mobile version