ყვითელი და ცისფერი – მოდა, როგორც იარაღი, პოლიტიკა და პოზიცია

„მოდა, ყველაფერთან ერთად, პოლიტიკურია,“ – აღნიშნა 14 მარტს ბერლინში, Mercedes-Benz Fashion Week-ის გახსნაზე ბერლინის მერმა, ფრანცისკა გიფეიმ.  მოდის კვირეული ბერლინში სწორედ პოლიტიკაზე აქცენტით გაიხსნა – წუთიერი დუმილით, უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის ნიშნად. კვირეულის ფარგლებში რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიება იმართება უკრაინელებისთვის თანხისა და ჰუმანიტარული დახმარების შესაგროვებლად. კვირეულზე საქველმოქმედო აუქციონიც იგეგმება: შემოსული თანხა …

„მე ვარ დევნილი, მჭირდებოდა ყველაფერში მეძებნა სილამაზე“ – დემნა გვასალია

2021 წლის ოქტომბერში ქართველმა დიზაინერმა, ფრანგული მოდის სახლის – Balenciaga-ს შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა – დემნა გვასალიამ ინტერვიუ მისცა interview magazine-ის ცნობილ მოდის ჟურნალისტს, ლეონ ტეილის.  გვასალია ინტერვიუში მისი ცხოვრების რამდენიმე მნიშვნელოვან და გარდამტეხ მომენტს შეეხო.  „მე ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, რადგანაც მამას უნდოდა, ბიზნესმენი ვყოფილიყავი… ათი წლის შემდეგ მან საბოლოოდ აღიარა, რომ დიზაინერობა არის სამსახური და არა …

შანელის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

23 იანვარს შანელის მოდის სახლის დიზაინერმა, კარლ ლაგერფილდმა, ჰამბურგში 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. სამოსი და აქსესუარები ძირითადად ხელნაკეთი ელემენტებისგან შედგება და მონოქრომული ფერებითაა წარმოდგენილი. უახლესი კოლექციის სამოსი მაღაზიებში მარტიდან გაიყიდება. წყარო: chanel.com 

Exit mobile version