ჩაისუბანში კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც დაზიანებები აქვს

ჩაქვში, სოფელ ჩაისუბანში, კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებები აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ფაქტზე სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე კაცია. შემთხვევა გუშინ მოხდა.  

10 წელი ციხეში – განაჩენი ჩაქვში მომხდარ მკვლელობაზე

მკვლელობაში ბრალდებულ ჯუმბერ აბაშიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. მკვლელობა 2018 წლის 28 ნოემბერს მოხდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, თუმცა მალევე პროკურატურამ ამ საქმეში პოლიტიკური მოტივი გამორიცხა და მკვლელობის მიზეზად პირადი შურისძიება დაასახელა. საქმის მასალების მიხედვით, მოკლული მამია ცეცხლაძე იმ დღეს არჩევანის გასაკეთებლად ჩაისუბნის ცენტრში მივიდა, შემდეგ კი საკუთარი ავტომანქანით სახლში …

ჩაქვში მოკლული მამაკაცი ტაფით არის ნაცემი

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ჩაქვში დღეს დილით მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია. „მკვლელობაში ბრალდებული იმერეთის პოლიციასთან ერთობლივი ძალისხმევით არის დაკავებული“, – უთხრეს „ბათუმელებს“ შს სამინისტროში. „ბათუმელების ინფორმაციით, გარდაცვლილი სამზარეულოს ნივთებით არის ნაცემი, თუმცა ჩხუბის დროს დანა არ ყოფილა გამოყენებული. მომაკვდინებელი დარტყმა, სავარაუდოდ, სამზარეულოს ტაფით არის მიყენებული. შს სამინისტროში ამ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებენ, თუმცა იქვე დასძენენ, რომ ამის თქმას …

ჩაქვში ახალგაზრდა მამაკაცმა თანამშრომელი მოკლა

ჩაქვში ახალგაზრდა მამაკაცმა თავისი 40 წლის თანამშრომელი მოკლა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილიცა და თავდამსხმელებიც სასტუმრო „ოაზისი“ ტერიტორიაზე არსებულ მშენებლობაზე მუშაობდნენ. ჯერჯერობით კონფლიქტის მიზეზი უცნობია. “ოაზისის” ფინანსურმა მენეჯერმა თამარ სურგულაძემ “ბათუმელებს” განუცხადა, რომ გარდაცვლილი მათი თანამშრომელი არ არის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილი და მისი თანმხლები პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. შს სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების შესახებ. …

Exit mobile version