უსკო მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის საკითხს არ განიხილავს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის საკითხს არ განიხილავს. საუბარია ბათუმში 31 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიული ოფისის წინ შეკრებილებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა.  „უკრაინის მოქალაქემ, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაცია“ – ასე შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ექსპრეზიდენტის ვიდეომიმართვა და ადმინისტრაციული წარმოების …

1 დღეში 1 ლარად გასხვისებული მიწა ციხისძირში სახელმწიფომ 1 დღეში დაიბრუნა – გამოძიება გრძელდება

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე 90 605 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა. თუმცა, ამ ქონებასთან დაკავშირებით, 2011 წლის აგვისტოდან, 2016 წლის თებერვლამდე არავის მიუმართავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას ერთთვიანი ვადა აქვს – მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი დოკუმენტაციით და ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა მოითხოვოს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირიდან, …

სიძნელეები წარსულში უნდა დარჩეს

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ ოთხშაბათს დილით მოსკოვის ქართულ ეკლესიაში მოლაპარაკების წარმატებით ჩატარებისთვის ლოცულობდა. „დილით ჩვენ ქართულ ეკლესიაში დღევანდელი შეხვედრის წარმატებით ჩატარებისათვის ვლოცულობდით“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან შეხვედრის წინ. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის მადლობელია მოსკოვში მოწვევისათვის. „დიდი ხანია მქონდა ჩამოსვლის სურვილი და ძალიან მინდოდა, რომ ჩემი პირველი დიდი პოლიტიკური ვიზიტი …

Exit mobile version