ხელვაჩაურის პრობლემურ ტენდერებზე თორნიკე რიჟვაძეს პასუხს სთხოვენ

„ან თვითონ გახდა თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში არსებული კორუფციული სქემების თანამონაწილე, ან ეს იყო პიარის ნაწილი,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე. მან დღეს, 27 მაისს, რეზო ხარაზთან ერთად აჭარის მთავრობის სახლთან ბრიფინგი მოაწყო და მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, 30 აპრილს გაკეთებული განცხადება შეახსენა – 30 აპრილს მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ …

საბავშვო ბაღი მეწყერზე – რატომ გაჩერდა მშენებლობა ახალშენში

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მეოთხე თვეა გაჩერებულია. ერთი ვერსიით მშენებლობას გააქტიურებულმა მეწყერმა შეუშალა ხელი. კომპანიაში, რომელსაც საბავშვო ბაღი უნდა აეშენებინა, ასევე ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ბაღი გეოლოგიური დასკვნის გარეშე შენდებოდა. ხელვაჩაურის მერი კი ამბობს, რომ მეწყერი არაფერ შუაშია და კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პირობები დაარღვია. „არჩევნების შემდეგ ბაღის მშენებლობა შეწყდა. მხოლოდ …

ენმ-ს სიის პირველი ნომერი ხელავაჩაურში: ეგონათ ივანიშვილი ანგელოზი იყო

„აქამდე ეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ანგელოზი იყო და მიხეილ სააკაშვილი კაციჭამია. ახლა პირიქით ფიქრობენ,“ – ასე ხედავს ამომრჩევლის განწყობას „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი – მიხეილ ბოლქვაძე. ამავე პარტიის მერობის კანდიდატისგან განსხვავებით, იგი ხელვაჩაურში პრემიების გაუქმებას არ აპირებს და ამბობს, რომ პრემიას მხოლოდ წამახალისებელი ფუნქცია ექნება. მიხეილ ბოლქვაძე ბოლო ორი მოწვევის ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია. …

როდის აღადგენს მთავრობა დიდთოვლობისას ჩამონგრეულ გზას

ხელვაჩაურში დიდთოვლობის დროს დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვენ. თხილნარი-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის ნაწილი ჩამოშლილია და ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია. ამ გზას ბათუმი-ახალციხის შემოვლითი გზის ფუნქციაც აქვს, თუკი ხელვაჩაურის მაგისტრალი ჩაიკეტება. „არსებობს საფრთხე, რომ დარჩენილი გზაც ჩამოიშალოს. ამ გზით სარგებლობა სერიოზული საფრთხეა,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე. ის ხელისუფლებას უმოქმედობაში სდებს ბრალს და აღნიშნავს, რომ …

რატომ ვერ გაიხსნა 4 საბავშვო ბაღი, რომელიც ხელვაჩაურის გამგეობამ 4 თვის წინ ჩაიბარა

ხელვაჩაურის სოფლებში – ქედქედში, კირნათში, ფერიასა და მახინჯაურში საბავშვო ბაღების ახალი შენობები გამგეობამ გასული წლის ოქტომბერში ჩაიბარა. ბაღები დღემდე არ გახსნილა და იქ სარემონტო სამუშაობი გრძელდება. „ჩვენ მოვითხოვთ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დასმას. რატომ გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, თუკი მშენებლობა დასრულებული არ იყო?“, – განაცხადა მიხეილ ბოლქვაძემ, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. „მშენებლობა დასრულებულია. რაღაც გაფუჭდა და …

Exit mobile version