ბათუმში ავტობუსის უბილეთო მგზავრი პოლიციაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს

ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე ავტობუსის მოსაცდელთან, პოლიციამ ახალგაზრდა კაცი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. დაკავებას წინ უძღოდა ავტობუსში მომხდარი დაპირისპირება კონტროლიორსა და მგზავრს შორის. შემთხვევა დღეს, 13 ოქტომბერს, დაახლოებით 15:30 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, კონფლიქტი უბილეთოდ მგზავრობის გამო დაიწყო, რა დროსაც ახალგაზრდა კაცმა კონტროლიორს არ მისცა [პირადობა] იდენტიფიცირების საშუალება, რაც ჯარიმის გამოწერისთვის არის საჭირო. …

როდის ამოქმედდება გადახდის ელექტრონული სისტემა ბათუმის „მარშუტკებში“

ბათუმში 22 სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვა ექვს კომპანიას აქვს. ეს კომპანიები ბათუმის მერიამ კონკურსით შეარჩია. საკონკურსო პირობების მიხედვით, ექვსივე კომპანია ვალდებული იყო, სანებართვო მოწმობის მიღებისა და მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 30 დღეში უზრუნველეყო მიკროავტობუსების GPS მონიტორინგის სისტემით და მგზავრობის ტარიფის გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებებით აღჭურვა. მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმდა, თუმცა გადახდის ელექტრონული …

მგზავრობის ფასი ისევ 40 თეთრი იქნება – ვიდრე საკრებულო არ იმსჯელებს

დღეს, 8 იანვარს, ბათუმის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მგზავრობის გაძვირებული საფასურის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, თუმცა მოლაპარაკების დასასრულს ბათუმში მოქმედი ერთ-ერთი სატრანსპორტო კომპანიის, შპს ჯორჯიან ტრანსის დირექტორმა, ნუგზარ ფარტენაძემ მედიასთან განაცხადა, რომ საკრებულომ უნდა იმსჯელოს საბოლოო ფასის დადგენაზე. მგზავრობის ფასის ზრდა, ნუგზარ ფარტენაძის თქმით, საწვავისა და სათადარიგო ნაწილების გაძვირებამ გამოიწვია. ნუგზარ ფარტენაძე აცხადებს, …

Exit mobile version