ცხოვრება სკოლა-პანსიონში

ლუკა ქათამაძე მე ვარ ლუკა, 16 წლის. მეოთხე წელია სალიბაურის სკოლა-პანსიონში ვსწავლობ. პანსიონში ცხოვრება განსხვავდება ჩვეულებრივი ცხოვრებისგან, ხუთი დღე ვერ ხედავ მშობლებს და, ფაქტობრივად, სკოლაში ცხოვრობ, პარასკევ საღამოს მიდიხარ სახლში, როგორც სტუმარი და ორშაბათს დილას ცხოვრება ისევ სკოლა-პანსიონში გრძელდება. პანსიონში ცხოვრება არ არის რთული თუ შეეჩვევი, მაგრამ პანსიონი არ არის იმ ბავშვებისათვის, რომლებიც მშობლების გარეშე …

„წიგნის კუთხე“ – III და IV მერვედფინალური თამაშები

2-3 აპრილს გაიმართა ლიტერატურული კონკურსის „წიგნის კუთხეს“ მესამე და მეოთხე მერვედფინალური თამაშები. კონკურსში კითხვები დაისვა შემდეგი ხუთი ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ: ვაჟა-ფშაველა – “ალუდა ქეთელაური”; ორჰან ფამუქი – “თოვლი”; ალექსანდრე დიუმა – “კავკასია”; პროსპერ მერიმე – “მათეო ფალკონე”; ერნესტ ჰემინგუეი – “მოხუცი და ზღვა”;   მესამე მერვედფინალურ თამაშში ერთმანეთს შეხვდნენ ბათუმის მე-3 საჯარო სკოლისა [მარიამ ანანიძე, მეგი …

„წიგნის კუთხე“ – ახალი ლიტერატურული კონკურსი ბათუმში [ვიდეო]

გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში [რეგიონალურ დონეზე] იწყებს პროექტს – „წიგნის კუთხე“. პროექტი წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას. „წიგნის კუთხეში“ ბათუმის რვა კერძო და რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას, სულ 16 გუნდი. თითოეულ გუნდში, საჯარო განათლების მესამე საფეხურის [IX-XII კლასები] სამი მოსწავლეა. გადაცემების ჩაწერა მიმდინარეობს შაბათ-კვირას. მონაწილე გუნდები ყოველ კვირა საღამოს, 22:00 საათზე …

რა სჭირდება უნივერსიტეტს?

 

რა სჭირდება უნივერსიტეტს იმისთვის, რომ უფრო ეფექტური იყოს? „ბათუმელები“ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტის მოსაზრებებს გაგაცნობთ. 

საზღვაო ცენტრი „ანრი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს


<!** Image 6 align="left" width="600" height="740" >ბათუმის საზღვაო სასწავლო ცენტრი „ანრი“ ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს თავის ყველა თანამშრომელს, სტუდენტს, კურსდამთავრებულს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტის  ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს, ბათუმის საზღვაო აკადემიის, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელსა და სტუდენტს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს, აჭარის მთავრობას, უმაღლეს საბჭოს და რა თქმა უნდა საქართველოში მცხოვრებ ყველა  ადამიანს.

 

 

2014 წელი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის ბედნიერების, წარმატების, წინსვლის და ეკონომიკურად გაძლიერების წელიწადი! 


 

საზღვაო სასწავლო ცენტრ „ანრის“ ადმინისტრაცია


ეპისკოპოსის ქალიშვილის ცხოვრება დიდ ბრიტანეთში

 

 

ანა შიოლაშვილი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის შვილია. იგი 9 წლის განმავლობაში წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში სწავლობდა. ერთ დღესაც, როცა ანა გამოცდისთვის ემზადებოდა, მამამ დაურეკა და უთხრა, რომ სექტემბრიდან ლონდონში გააგრძელებდა სწავლას.

 

<!** Image 1 align="middle" alt="ანა შიოლაშვილი " sub="ანა შიოლაშვილი " width="400" height="960" >

ქალაქის და სოფლის სკოლა

 

 

მე სოფელ კირნათის საჯარო სკოლაში ვსწავლობ და მინდა გესაუბროთ იმ განსხვავებების შესახებ, რაც, ჩემი აზრით, არსებობს ქალაქისა და სოფლის სკოლებს შორის. ვფიქრობ, რომ განსხვავება არსებობს და ეს საკმაოდ შესამჩნევია.

 

 

<!** Image 1 align="middle" alt="თამთა კახაბერიძე" sub="თამთა კახაბერიძე" width="400" height="640" >

“შენ აფრენ?!” – ბათუმში მეფე გაიხსენეს

 

 

“შენ აფრენ?!”  ამ სახელწოდებით გაიმართა ბათუმის პრესკაფეში ირაკლის ჩარკვიანის საღამო. შეხვედრას ორგანიზება ბათუმელმა ახალგაზრდებმა, მარიამ მუთიძემ და სალომე მჟავანაძემ გაუწიეს.  “რეაქტიული კლუბის” შეკრება – ასე დაასათაურა შეხვედრის ორგანიზატორებმა საღამო. შეხვედრაზე შესრულდა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები, ასევე წაიკითხეს მისი ლექსები.

Exit mobile version