ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის ტერიტორიაზე მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს

ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის ტერიტორიაზე მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა დღეს, 29 მაისს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული რუსეთის მოქალაქეა და იგი საბანაოდ დღეს დილით შევიდა ჩანჩქერში. კაცის გაუჩინარების შემდეგ სამძებრო სამუშაოები დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 116-ს მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობას სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

104 ათასი ლარი მახუნცეთის ჩანჩქერთან კულტურისა და სავაჭრო ცენტრის ასაშენებლად

სოფელ ქვედა მახუნცეთში, აწჰესის დასახლებაში, ქედის მერია ორსართულიანი კულტურისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 104 ათასამდე ლარი დაიხარჯება. შენობა მახუნცეთის ჩანჩქერთან არსებული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. კულტურისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 120 დღეში უნდა დამთავრდეს. შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება კი, მიმდინარე წლის 16 მაისს …

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აჭარაში პოპულარულ ტურისტულ ადგილზე [ფოტო]

აჭარის მთიანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი მახუნცეთის ჩანჩქერია. მახუნცეთში ტურისტების სიმრავლე წლის ნებისმიერ სეზონზე შეინიშნება. მიუხედავად ამისა, მოუწესრიგებელია ჩანჩქერისა და „თამარის ხიდის“ მიმდებარე ტერიტორია, გზები და ბილიკები. მახუნცეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ქედის მერია საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს – გასულ წელს 680 ათასი, ხოლო წელს 450 ათასი ლარია გამოყოფილი. ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე ამბობს, რომ „თამარის …

ზურაბ პატარაძე: მახუნცეთის ჩანჩქერთან სასტუმროების მშენებლობა იგეგმება

მახუნცეთის ჩანჩქერთან ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. არიან თუ არა ამ ადგილით დაინტერესებული ინვესტორები და იგეგმება თუ არა მოსახლეობის განსახლება ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიიდან? ჰკითხა „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს 3 მარტს, ქედაში. ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროების მშენებლობაა დაგეგმილია. რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის განსახლებას, ზურაბ პატარაძე ამას არ გამორიცხავს. „მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია …

მახუნცეთში, თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობაში 90 ათასამდე ლარი დაიხარჯება

მახუნცეთში, თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად ქედის მერია წელს 62 897 ლარის დახარჯვას გეგმავს. სამუშაოების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი გუშინ, 18 იანვარს გამოაცხადა. სატნდერო პირობით, თამარის ხიდის მიმდებარედ გარე განათება, რკინა-ბეტონის ბილიკი, პანდუსი და მოაჯირები უნდა მოეწყოს, ბილიკის ბოლოს კი გრუნტზე ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი უნდა დაიყაროს. კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის 62 897 ლარზე გამოცხადებული ტენდერი 8 თებერვალს დასრულდება, სამუშაოები …

მახუნცეთის ჩანჩქერი ძლიერი წვიმის შემდეგ [ვიდეო]

მახუნცეთის ჩანჩქერი ტურისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია აჭარაში. შემოდგომაზე აქ ტურიტების რაოდენობა, ისევე როგორც ბათუმში, მცირდება, თუმცა წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ჩანჩქერთან შორიახლოს მაინც არიან გამყიდველები, რომლებიც სუვენირებსა და ადგილობრივ ნაწარმს ყიდიან. წყალვარდნილი კი ძლიერი წვიმების ფონზე შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ტურისტები მახუნცეთის ჩანჩქერთან [ფოტორეპორტაჟი]

მაღალმთიან აჭარაში გასულ წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი, ტურიზმის სააგენტოს სტატისტიკიური მონაცემებით, მახუნცეთს ეწვია. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მნახველებს ძირითადად, თამარის თაღოვანი ხიდი და ჩანჩქერი იზიდავს. მას შემდეგ, რაც მახუნცეთში ტურისტების რაოდენობამ იმატა, ადგილობრივებმა აქ კაფე-ბარები გახსნეს; მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; აშენდება საზაფხულო თეატრიც; მახუნცეთში სასტუმროს კი უკრაინელი ინვესტორი აშენებს. მახუნცეთში ტურისტები, ძირითადად, ტურისტულ კომპანიებს ავტობუსებით აჰყავთ. როგორც …

მახუნცეთის ჩანჩქერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს, პირველ ეტაპზე,  288 125 ლარს დახარჯავს, აქედან 224 355 ლარი დაბა მახუნცეთის კეთილმოწყობას მოხმარდება. აჭარის ტურიზმის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში ყველაზე მეტი ვიზიტორი ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის ჩანჩქერსა და იქვე არსებულ თამარის ხიდს ჰყავს. ტურისტების სიმრავლიდან გამომდინარე ქედის გამგეობა დაბა მახუნცეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად წელს 224 355 ლარს დახარჯავს, ამ თანხით …

ტურიზმი მახუნცეთში, დაზიანებული ინფრასტრუქტურის ფონზე

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს აჭარის მაღალმთიანეთში ყველაზე მეტი ტურისტი ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის ჩანჩქერსა და თამარის ხიდს ჰყავდა. ვიზიტორთა სიმრავლის მიუხედავად, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ შეძლო. თამარის ხიდთან და მახუნცეთის ჩანჩქერთან მისულ ტურისტებს ძველი, უსახური შენობები, გაუმართავი საპირფარეშოები თანმდევი ანტისანიტარიით და საცხოვრებელი კორპუსების შელახული ფასადები ამ გაზაფხულზეც დახვდება. პრობლემას აქ …

Exit mobile version