განათლების მინისტრი: პედაგოგების ხელფასები სექტემბერში გაიზრდება

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს, 7 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ პედაგოგების ანაზღაურებაზე გეგმას მაისში წარმოადგენს. „მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურების ზრდა მოხდება. როგორც დაგპირდით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია სკოლების გაძლიერება – ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა. სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი – ორიენტირებული შემოქმედებით საკითხებზე“, – …

რამდენი ლარით გაიზრდება მასწავლებლის საბაზისო ხელფასი 2019 წელს – მინისტრის განმარტება

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს, 8 ნოემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ კომენტარი გააკეთა მასწავლებლების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით. „ნეტგაზეთის“ კითხვაზე, რამდენი ლარით გაიზრდება მასწავლებლის საბაზისო ხელფასი 2019 წელს და ნამდვილად იგეგმება თუ არა ზრდა, მინისტრი ამბობს, რომ ვის და რამდენი ლარით გაეზრდება ხელფასი, დეტალები ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი. „ამაზე კონკრეტულ ინფორმაციას მოგაწვდით წლის …

უფროსი მასწავლებელი: „გარედაკვირვება“ არის ფორმალობა და ის ხარისხს ვერ ცვლის

ცირა ქობულაძე უფროსი მასწავლებელია. ის ათი წელი საჯარო სკოლაში მუშაობდა, ბოლო ოთხი წელია კი კერძო სკოლა „ევრო 2000“-ში ასწავლის. ცირა ქობულაძე არის განათლების საერთაშორისო აკადემიის (IAE) მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო ტრენინგების აქტიური მონაწილე, რომელიც გაიმართა სტამბულსა და ბაქოში. „ბათუმელები“ ცირა ქობულაძეს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და სქემით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ესაუბრა. ქალბატონო ცირა, სოციალურ ქსელებში ხშირად წერენ პედაგოგები, …

სპეცმასწავლებლები დამატებით საათებს ვეღარ აიღებენ

სკოლაში დასაქმებულ სპეცმასწავლებლებს პედაგოგის სტატუსი უკვე მიენიჭათ, თუმცა მათი სახელფასო ანაზღაურების საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, კანონის აღსრულებას თავისი ვადები აქვს და თუ გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც სპეცმასწავლებლებს პედაგოგის სტატუსი მიენიჭათ, ძალაში არ შევა, ცვლილებები ვერ განხორციელდება. თუმცა მანამდე, სანამ …

რა შემთხვევაში ჰპირდება პედაგოგებს ხელფასის გაზრდას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 

მამუკა ბახტაძემ, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატია, იმ პრიორიტეტების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომლებიც მისი გაპრემიერების შემთხვევაში შესრულდება. პროგრამაში საკმაოდ ვრცელი ადგილი უჭირავს განათლების სფეროს. ერთ-ერთ პუნქტში, სადაც ის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების უწყვეტობაზე საუბრობს, ასევე ნათქვამია, რომ „მთავრობა იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და მათ ღირსეულ ანაზღაურებაზე“. თუმცა უფრო ქვემოთ ვკითხულობთ, რომ ეს ანაზღაურება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე იქნება …

Exit mobile version