ბათუმში აღმოსავლეთ-დასავლეთის მეგობრობისა და მშვიდობის რალი გაიმართება, რომელმაც სტარტი გერმანიაში 11 მაისს აიღო – ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის საკონსულო ავრცელებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის მეგობრობისა და მშვიდობის რალი წელს მეცხრამეტედ იმართება. საკონსულოს ინფორმაციით, რალს თვალს ადევნებენ ევროპის წამყვანი სპორტული ჟურნალები, თურქული და გერმანული ტელეარხები. დღეს, 20 მაისს რალში მონაწილე 37 ავტომანქანა ართვინის გავლით ბათუმში შემოვა. ღონისძიება 21 მაისს, …
Tag Archives: მარათონი
მარათონი ბათუმში [ფოტო]
დღეს, 20 აპრილს, ბათუმში მარათონი იმართება. მარათონი 18:40 საათზე დაიწყო და ამ დრომდე [21:30 სთ] გრძელდება. მარათონის გამო ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა პარალიზებულია, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. მარათონი ტარდება the Great Night Race-ს ორგანიზებით. ამავე წყაროს ცნობით, გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დასაჩუქრდებიან. პრიზების შესახებ ინფორმაცია და მარათონში მონაწილეობის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა პარალიზებულია
მარათონის გამო ბათუმის ქუჩებში ავტომანქანების მოძრაობა პარალიზებულია, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. ქუჩებში ისმის მანქანების საყვირების გაბმული ხმაური. დღეს, 20 აპრილს, ბათუმში მარათონის გამო, არაერთ ქუჩაზე მოძრაობა რომ ჩაიკეტებოდა, ამის შესახებ შსს-ს გუშინ განაცხადა. შსს ინფორმაციით, მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მითითებით, ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება მარათონის დასრულების …
Continue reading “ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა პარალიზებულია”
35-მდე კილომეტრი ცურვით, ხელების გამოყენების გარეშე – ბეგლარ ელბაქიძის ახალი რეკორდი
ქართველმა მოცურავემ, 58 წლის ბეგლარ ელბაქიძემ 2 სექტემბერს ახალი რეკორდი დაამყარა – მან ბათუმიდან ქობულეთამდე მანძილი ე.წ. „ზეზელა“, იგივე „ფეხური“ ცურვით, ხელების გამოყენების გარეშე დაფარა. ორგანიზატორების განცხადებით, ბეგლარ ელბაქიძე 2 სექტემბერს, ბათუმში, 8:35 საათზე შევიდა წყალში და ქობულეთში 22:20 წუთზე ამოვიდა წყლიდან. „უპრეცედენტო რეკორდი შედგა. 21 კილომეტრი იყო განსაზღვრული წინასწარი ნახაზისა და გეგმის მიხედვით, მაგრამ რადგან …
რომელ ქუჩებზე აიკრძალება ავტომანქანით მოძრაობა 21 აპრილს, საღამოს, ბათუმში
21 აპრილს ბათუმშ, მარათონი – THE GREAT BATUMI NIGHT RACE გაიმართება, რასთან დაკავშირებითაც 21 აპრილს ბათუმში,19:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზოგიერთ ქუჩაზე აიკრძალება. შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოძრაობა დაშვებული არ იქნება: შერიფ ხიმშიაშვილის გამზირი; შოთა რუსთაველის გამზირი; გოგებაშვილის ქუჩა (საპორტო რკინიგზის ლიანდაგამდე); პორტის შესახვევი; ზვიად გამსახურდიას ქუჩა (პორტის შესახვევიდან მერაბ კოსტავას …
Continue reading “რომელ ქუჩებზე აიკრძალება ავტომანქანით მოძრაობა 21 აპრილს, საღამოს, ბათუმში”
4 სექტემბერს ბათუმში მარათონი გაიმართება
ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით 4 სექტემბერს, 17:00 საათზე, ბათუმის მერიის ა[ა]იპ „სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით მძლეოსნური გარბენი გაიმართება. ახალგაზრდული ცენტრის გარბენი სტარტს 6 მაისის პარკიდან აიღებს და საოცრებათა პარკში [ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია] დასრულდება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი ვაუჩერებით. 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების შეჯიბრში მონაწილეობისათვის სავალდებულოა მშობელთან ერთად გამოცხადება. გარბენში მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ვებ-მისამართზე: https://www.batsyc.com/mtavari/garbeni