„მადაგასკარელებმა“ ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს [ფოტოამბავი]

ბაგა-ბაღ „მადაგასკარში“ ეროვნული სამოსის დღე  სახალისო ფოტოსესიით აღნიშნეს. აღსაზრდელები ეროვნულ სამოსში გამოეწყვნენ და სხვადასხვა ადგილას ტრადიციულ ქართულ სამოსში გადაიღეს ფოტოები. გთავაზობთ ამ დღის ამსახველ გამორჩეულ ფოტოებს:  

როგორ აღნიშნეს ,,მადაგასკარელებმა“ დედა-ენის დღე

„ქართული ენა -ეს არის მუსიკა,მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი“ – ამ დღესთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესმა” გვიმასპინძლა რისთვისაც მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს: თ.დონაძეს და მ. ზარანდიას თბილი და სასიამოვნო დახვედრისათვის! ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და მუსიკაში. ბაღის აღსაზრდელებმა გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები. …

„მადაგასკარელებმა“ წინასაახალწლო ზეიმი მზრუნველობამოკლებული ბაშვებისთვის გამართეს

საბავშვო ბაგა-ბაღი „მადაგასკარის“ აღსაზრდელებმა წინასაახალწლო ზეიმი „მეტრო-სითიში“ გამართეს. ზეიმი სპეციალურად მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის გაიმართა. პატარებმა თანატოლებს წინასაახალწლო განწყობა და ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს. საღამოს აჭარის მთავრობის მინისტრები – ზაალ მიქელაძე და ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ.

„შემოდგომა ბათუმში“ – „მადაგასკარის“აღსაზრდელების საშემოდგომო ფოტოსესია [ფოტო]

საშემოდგომო ფოტოსესიით ფერადი, ხასხასა და თბილი ნოემბერი გავაცილეთ ჩვენი ბაღის აღსაზრდელებთან ერთად.

„ვიზრუნოთ ერთმანეთზე, სიცოცხლე არ მეორდება“- ბაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელების  კამპანია

ბაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელებმა ჩაატარეს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კამპანია – „ვიზრუნოთ ერთმანეთზე, სიცოცხლე არ მეორდება“. „შეიკარი ღვედი“, „დედა იარე ნელა“, „ნუ წაგვართმევთ სიცოცხლეს“, „ჩვენი უსაფრთხოებისთვის“ – ამ და სხვა გამაფრთხილებელი სლოგანებით „შეიარაღებული“ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები გზების იმ მონაკვეთებზე გამოჩნდნენ, სადაც მანქანები ინტენსიურად მოძრაობს. ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მცდელობა შედეგიანი გამოდგა – მათ ნამდვილად გამოუვიდათ მძღოლების ყურადღების მიქცევა. „მადაგასკარმა“ იზრუნა …

ბაგა-ბაღი “მადაგასკარი” მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ

“მადაგასკარი” გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს! მშვიდობიან დაბრუნებას და ზურგის ქარს გისურვებთ !

“მადაგასკარი” გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს [ფოტო]

ბაგა-ბაღ “მადაგასკარის“ აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ!

“მადაგასკარის” აღსაზრდელებმა წიგნის დღე საყვარელ ლიტერატურასთან ერთად აღნიშნეს

23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, მსოფლიოში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ, თუმცა ყველგან ერთი საერთო წესი არსებობს – იხსენებენ საყვარელ მწერლებსა და წიგნებს. წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს ბათუმში, ბაგა-ბაღ “მადაგასკარის” აღსაზრდელებმაც და ეს დღე საყვარელ წიგნებთან თუ ზღაპრის გმირებთან ერთად იზეიმეს.

ბაგა-ბაღი “მადაგასკარი” – ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, ადამიანები ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა. ბაგა-ბაღი “მადაგასკარის” აღსაზრდელები ამ  კამპანიას უერთდებიან. https://youtu.be/zEtuoDZvUwM

„მადაგასკარი“ – სითბო, სიყვარული და ოჯახური გარემო ბავშვებისთვის

საბავშვო ბაგა-ბაღი „მადაგასკარი“ უკვე მეხუთე წელია არსებობს. ბაგა-ბაღს დაარსების დღიდანვე 200 ბავშვის აღზრდა ანდეს მშობლებმა. აქ მოსული მშობლები თავიდანვე ათვითცნობიერებენ რას ისწავლის ბავშვი მთელი წლის განმავლობაში და რა პერიოდში განვითარების რომელ საფეხურზე იქნება. ბაღი მორგებულია მშობლების გრაფიკს და დღეში თერთმეტი საათი მუშაობს: დილის ცხრიდან საღამოს რვა საათამდე. „მადაგასკარში“ ფუნქციონირებს ჩვილების ჯგუფი, სადაც 6 თვიდან ერთ …

Exit mobile version