ლუკა ასათიანის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ლუკა ასათიანის სტიპენდიაზე განაცხადების მიღების მეორე ეტაპი, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. როგორც მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილებაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს. საკონკურსო პირობების მიხედვით, პირველ სემესტრში საუკეთესო შედეგის მქონე 50 სტუდენტი 800-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. პროგრამისთვის მერიის ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 100 000 ლარია გამოყოფილი. როგორც აღნიშნულ სამსახურში …

ბათუმის მერიამ ლუკა ასათიანის სტიპენდიაზე კონკურსი გამოაცხადა

ბათუმის მერიაში ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსი დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა ბათუმში რეგისტრირებულ წარმატებულ სტუდენტებს შეუძლიათ. საკონკურსო პირობების მიხედვით, პირველ სემესტრში საუკეთესო შედეგის მქონე 50 სტუდენტი 800-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. პროგრამისთვის მერიის ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 100 000 ლარია გამოყოფილი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები 29 მარტამდე უნდა წარადგინონ. გამარჯვებულები კი აპრილში გამოვლინდებიან.

ვინ მიიღებს თვეში 200-ლარიან სტიპენდიას ბათუმის მერიისგან

29 ოქტომბრამდე გრძელდება ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება. სტიპენდიას თვეში 200 ლარის ოდენობით 50 სტუდენტი მიიღებს, რომლებიც ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისთვის რეგისტრირებულნი არიან ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (A)-ფრიადი (91 ქულა და მეტი) წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად. …

Exit mobile version