ბათუმში მეზღვაურთა დღე მსვლელობით აღნიშნეს [ფოტო]

დღეს, 26 ივნისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ტრადიციული საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს. საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა მსვლელობა ბათუმის ნავსადგურისკენ ცენტრალური პარკიდან დაიწყეს. მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში 2011 წლიდან აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა. დღესვე სააგენტო დააჯილდოებს საზღვაო სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც  საზღვაო დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

ლიბიის ციხეში გატარებული ორი წლის შემდეგ ქართველი მეზღვაურები სახლში დაბრუნდნენ

ორი წლის წინ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე საქართველოში დაბრუნდნენ.  მეზღვაურებს თბილისში ოჯახის წევრები, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ, მოგვიანებით კი მეზღვაურები ცერემონიების სასახლეში ადვოკატთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, სააგენტოს დირექტორს თამარ იოსელიანს და იმ ელჩებს შეხვდნენ, ვინც მათ გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ. ტანზანიის …

მეზღვაურების 2 წელი ლიბიის ციხეში – სასჯელის ვადა გავიდა, მაგრამ მათ არ ათავისუფლებენ

ორი წლის წინ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები ისევ ტყვეობაში რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ მეზღვაურებმა შეფარდებული სასჯელი მოიხადეს, მათი გათავისუფლება ამ დრომდე [21.11.2019] ვერ ხერხდება. ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი REX ლიბიაში 2017 წლის 30 აგვისტოს  დააკავეს. ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს სამი მოქალაქე იყო,  თურქეთის – ხუთი და ორიც – ინდოეთის. ტანკერს ქართველი კაპიტანი, გენადი კომახიძე მეთაურობდა. დაკავებულებს …

ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების ახლობლები საპროტესტო აქციებს გეგმავენ

ლიბიაში, ქალაქ მისრათაში, გაჩერებული გემის ეკიპაჟის ქართველი წევრების ახლობლებმა დღეს, 8 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არაფერს აკეთებს შინაპატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ქართველი მეზღვაურის, რაულ ტაკიძის ახლობლის, ნარგიზ დიასამიძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსტიტუციას არღვევს. „ის მუხლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს მსოფლიოს ყველა წერტილში, იგნორირებულია. სახეზეა ყველა …

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებზე

ლიბიაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაურის ახლობლები საქართველოს ხელისუფლებას, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებას სთხოვენ. ქართველი მეზღვაურები – რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ლიბიის ქალაქ მისრათაში [Misurata] ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით არიან გაჩერებული. მათთან ერთადაა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე კიდევ 17 მეზღვაური. ისინი ყველანი მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდნენ. მას შემდეგ, …

პატიმრობიდან გათავისუფლებული მეზღვაური: სამი წლის განმავლობაში ლიბიის სამი ციხე მოვიარე

დღეს, 7 მაისს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სამწლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულ მეზღვაურ სოსლან კაკაბაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „სამი წლის განმავლობაში ლიბიის სამი ციხე მოვიარე. ბრალდება იყო, რომ მოვიპოვებდით ნავთობს და უკანონოდ გაგვქონდა იტალიაში. დიდი ძალისხმევა გაიღო  უნგრეთის საკონსულომ, ჩემი სასამართლო შედგა და გამათავისუფლეს,“- თქვა სოსლან კაკაბაძემ შეხვედრაზე. უნგრული …

Exit mobile version