„თევზაობას ვაპირებდი და დენმა დამარტყა, ტრანსფორმატორია მდინარეში“ – კაცი მარადიდან

„თევზაობას ვაპირებდი და დენმა დამარტყა, მიკვირს, რომ გადავრჩი… არავინ გვცემს პასუხს იმაზე, რომ მდინარეშია უკვე დენის ტრანსფორმატორი, აქციას გავმართავთ,“ – ამბობს ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში მცხოვრები როინ დიდმანიძე. მოქალაქის თქმით, გუშინწინ, 21 ივლისს, ის თევზაობას თავის სოფელში, მდინარე ჭოროხზე აპირებდა, როცა დენმა დაარტყა. ადგილი, სადაც როინ დიდმანიძე თევზაობს, გვერდითაა სატრანსფორმატორო პუნქტთან, რომელიც მდინარით იფარება. „ბამბუკი გავშალე …

„სოფლის გზა დაგვიზიანეს, სტადიონიც, აღდგენას ვითხოვთ“ – აქცია სოფელ მარადიდში

„გზა დააზიანეს, სტადიონი, გარეგანათებაც, აღდგენას ვითხოვთ,“ – ამბობს ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში მცხოვრები უშანგი დიდმანიძე. მარადიდში მცხოვრებმა მოსახლეობამ დღეს, 9 ივლისს „კირნათი ჰესის“ წინ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, გზა მძიმე ტექნიკის ინტენსიურმა გადაადგილებამ დააზიანა. „აღდგენის შემდეგაც დაზიანდება, საჭირო იქნება გზის შეკეთება მუდმივად“, – ამბობენ აქციის მონაწილეები. საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, ჰესის მოწყობამ სოფელში ინფრასტრუქტურა …

Exit mobile version