ბათუმელმა გოგოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს – ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში

რუმინეთში, მამაიაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე 8-18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ბათუმელმა კესარია მგელაძემ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, მთელი ჩემპიონატის განმავლობაში საპრიზო სამეულისათვის ბრძოლა სამ ქართველ გოგონას: კესარია მგელაძეს, კიდევ ერთ ბათუმელ – მარიამ ცეცხლაძესა და ანასტასია კირთაძეს შორის მიმდინარეობდა. „დაძაბული ბრძოლის შემდეგ ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა კესარია მგელაძემ 9-იდან 7,5 ქულით. …

10 წლის კესარია მგელაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა ჭადრაკში

ბათუმელი მოჭადრაკე კესარია მგელაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა ასაკობრივ ჯგუფში. მან 7,5 ქულა დააგროვა საქართველოს ჩემპიონატზე. კესარია მგელაძის მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძეა. გასულ წელს კესარია 9 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი იყო. ნახეთ „ბათუმელების“ ვიდეო კესარია მგელაძის შესახებ: 

კესარია მგელაძე ევროპის ჩემპიონია

9 წლის ბათუმელი მოჭადრაკე, კესარია მგელაძე, 9 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა. კესარიამ რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა. 9 წლის კესარია მგელაძემ მიმდინარე წლის აპრილში მსოფლიო სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამ გზით ის პირველი გოგო გახდა ბათუმიდან, რომელმაც …

ბათუმელი კესარია მგელაძე სასკოლო ჭადრაკში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

9 წლის ბათუმელი კესარია მგელაძე მსოფლიო სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა. თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გამართულ სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატზე კესარიამ  9 პარტია ითამაშა და 8 ქულა დააგროვა. მან ვერცხლის მედალი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა. კესარიას მთავარი მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვია. სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა ანტალიაში 18-დან 26 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. დაჯილდოების ცერემონიალი კი ანტალიაში დღეს საღამოს გაიმართება. კესარია მგელაძე ბათუმში …

Exit mobile version