ბათუმის დრამატული და თოჯინების თეატრების მსახიობებს, ასევე ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, „კარფურისა“ და ირმა ინაშვილის სახელით სასურსათო კალათები დაურიგეს. „ბათუმელებთან“ სურსათის დარიგების ფაქტი დრამატული თეატრის დირექტორმა თავდაპირველად უარყო, თუმცა დავით ოქიტაშვილთან ჩვენი საუბრის შემდეგ, კალათების გადაცემის ფაქტი დაადასტურა. ოქიტაშვილის თქმით, სასურსათო კალათა დღეს, 6 აგვისტოს, 77 ადამიანს გადასცეს. „დაახლოებით ორი კვირის წინ მთხოვეს სია, თუმცა …
Tag Archives: კარფური
სამინისტრო: ახალ სავაჭრო ცენტრში 22 ბრენდი განთავსდება
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ახალ სავაჭრო ცენტრში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წელს სულ 22 საერთაშორისო და ქართული ბრენდის განთავსება იგეგმება. აღნიშნულ მისამართზე, დღეს, 27 ივლისს, მარკეტი „კარფური“, ასევე „ვენდის“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები გაიხსნა. სამინისტროს ინფორმაციით, „ვისოლ ჯგუფმა“ ობიექტის მშენებლობისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სავაჭრო ცენტრი ჯამში 10,015 კვ.მ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომლის 5,754 …
Continue reading “სამინისტრო: ახალ სავაჭრო ცენტრში 22 ბრენდი განთავსდება “
„კარფური“, „ვენდის“ და „დანკინ დონატსი“ ბათუმში დღეს გაიხსნება
ბათუმში დღეს, 27 ივლისს, მარკეტ „კარფურის“, ასევე „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების ფილიალები გაიხსნება. მარკეტი და რესტორნები ერთ შენობაში, ტბელ აბუსერიძის ქუჩის 22 ნომერშია განთავსებული. როგორც ადგილზე გვითხრეს, ობიექტის გახსნა დღეს, 11 საათისთვისაა დაგეგმილი. „ვისოლ ჯგუფის“ მიერ ერთი თვის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ახალ სავაჭრო ცენტრში „კარფურთან“, „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებთან ერთად , ბანკის ფილიალი, …
Continue reading “„კარფური“, „ვენდის“ და „დანკინ დონატსი“ ბათუმში დღეს გაიხსნება”
„კარფურთან“ ერთად ბათუმში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებიც გაიხსნება
ბათუმში სუპერმარკეტ „კარფურთან“ ერთად „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების გახსნაც იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს. სავაჭრო ცენტრის გახსნა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოსაა დაგეგმილი. ცენტრი ბათუმში, ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე მდებარე შენობაში განთავსდება. ახალ სავაჭრო ცენტრში „კარფურთან“, „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებთან ერთად , ბანკის ფილიალი, აფთიაქი, სათამაშოების მაღაზია, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვადასხვა პროფილის კიდევ …
Continue reading “„კარფურთან“ ერთად ბათუმში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებიც გაიხსნება”
როდის გაიხსნება „კარფური“ ბათუმში
ბათუმში, ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე [რკინის თაღთან] მდებარე შენობაში, სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაოები, როგორც აქ „ბათუმელებს“ უთხრეს, მიმდინარე წლის 20 ივლისამდე უნდა დასრულდეს. ამ შენობაში ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფურ ჯორჯია“ ფილიალს ხსნის. „15 ივლისისთვის არის დაგეგმილი მარკეტის გახსნა ბათუმში, თუმცა რამდენად მოესწრება სარემონტო სამუშაოების დასრულება ამ დროისთვის, ვერ გეტყვით,“ – გვითხრეს „კარფურში“. „ბათუმის კარფურის მარკეტი იქნება …
ბათუმში „კარფური“ გაიხსნება
2017 წლის ზაფხულში ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფურ ჯორჯია“ ბათუმში ფილიალის გახსნას გეგმავს. „ბათუმის კარფურის მარკეტი განთავსდება ახალი ბათუმის ტერიტორიაზე, იუტიციის სახლის მიმდებარედ და იქნება კარფურის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ადგილობრივ ბაზარს მორგებული დიდი სუპერმარკეტი,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ორგანიზაციაში. „კარფურში“ ამბობენ, რომ ახალ სუპერმარკეტში 200-მდე ადამიანი დასაქმდება. ორგანიზაციამ რამდენიმე ვაკანსია უკვე გამოაცხადა. „გეგმების მიხედვით, კარფური გააგრძელებს რეგიონალურ განვითარებას ჯერ …