ენმ-ს პარტიული სიის ათეული აჭარის უმაღლეს საბჭოში

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები დღეს, 1-ელ ოქტომბერს დაასახელა. პროპორციული საარჩევნო სიის პირველ ათეულში არიან: ელგუჯა ბაგრატიონი გიორგი კირთაძე გია აბულაძე მედეა ვასაძე ლევან ანთაძე ირაკლი ჩავლეიშვილი მამული სურმანიძე ასმათ დიასამიძე დავით კონცელიძე მამუკა ჯევაიში აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 21 წევრია, მათგან სამი მაჟორიტარული წესით ირჩევა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის უმაღლეს …

ირმა ზოიძე, გია ქარცივაძე და ლაშა ზარგინავა – აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობის კანდიდატები

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის კანდიდატებად კომისიამ ჟურნალისტი და სტუდია „რეკ“-ის დამფუძნებელი – ირმა ზოიძე, აჭარის ტელევიზიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი – გია ქარცივაძე და აჭარის ტელევიზიის პროდუსერი და წამყვანი, ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა შეარჩია. კომისიის ხუთივე წევრის მხარდაჭერა ირმა ზოიძემ მიიღო, ოთხმა წევრმა გია ქარცივაძეს დაუჭირა მხარი, სამმა – ლაშა ზარგინავას. საზოგადოებრივი მაუწყებლის …

ლილუაშვილი საზმაუს ბორდის წევრობაზე: იქნებ მეც დამარწმუნონ, რომ გარანტირებულია ჩემი არჩევა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრობის სურვილი წელს მხოლოდ 14-მა ადამიანმა გამოხატა. აჭარის კვოტით გათვალისწინებული ერთი ადგილის მოსაპოვებლად ორი კანდიდატი დარეგისტრირდა – ნათია სირაბიძე და ბესიკ ლილუაშვილი. ბესიკ ლილუაშვილი აქამდე აჭარის მთავრობის აპარატში სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო. მან პარლამენტში შექმნილ კომისიას კონცეფცია უკვე გაუგზავნა, მაგრამ „ბათუმელებს“ ამ კონცეფციის მოწოდებაზე უარი იმ მოტივით უთხრა, რომ არ არის …

საკრებულოს წევრობის იმამი კანდიდატები

ხულოში საკრებულოს წევრობას მუსლიმი სასულიერო პირები აპირებენ. სოფელ ხიხაძირში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ გაბაიძეა. იგი სოფელ ოშანახევის იმამია. სოფელ დანისპარაულში კი, საკრებულოს წევრობას ასევე სასულიერო პირი – ამირან პაპიძე აპირებს. ის „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად. ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, ორივე მათგანი იმამია ხულოს სხვადასხვა სოფელში. „ამირან პაპიძე ემსახურება რელიგიას. ის მოლა და …

„ქართული ოცნების“ ქალი კანდიდატები ბათუმის საარჩევნო სიაში

„ქართული ოცნებიდან“ ორი ქალი კანდიდატი იბრძოლებს საკრებულოს წევრობისთვის – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ექიმი ნერიმან ცინცაძე და ბათუმის საკრებულოს წევრი, ნატალია ზოიძე. ორივე მათგანმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ საკრებულოს წევრობა სურთ „ქართული ოცნებიდან“. „საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შეთავაზება მივიღე და დავთანხმდი,“ – გვითხრა ნერიმან ცინცაძემ. მან მოუცლელობის მიზეზით არ გვიპასუხა კითხვებზე, პარტიული სიაში რომელი …

Exit mobile version