იპოთეკით დაზარალებულებმა ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს

ბათუმში იპოთეკით დაზარალებულმა მოქალაქეებმა რამდენიმე წუთით ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს. ამ ფორმით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობას დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხების დაპირება შეახსენეს. დღეს, 18 აპრილს, აღსრულების პოლიცია ვაჟა-ფშაველას 147-ში მცხოვრები ოჯახის გამოსახლებას აპირებს. იპოთეკით დაზარალებული სხვა პირები სწორედ ამ მისამართზე შეიკრიბნენ და გამოსახლების შეჩერება მოითხოვეს. „ამ ოჯახს აქვს მოლაპარაკებები საბანკო ინსტიტუტებთან და შესაძლებელია მას სესხი დაუმტკიცონ. …

პრეზიდენტს იპოთეკარებმა ბათუმში დახმარება სთხოვეს

იპოთეკარები, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან დახვდნენ. პრეზიდენტი აქ პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. იპოთეკარებმა პრეზიდენტს უთხრეს, რომ კანონში შესული ცვლილება და გამოსახლების გადავადება რეალურად არაფერს ცვლის: „ჩვენ მაინც ქუჩაში დავრჩით, გვჭირდება დაპირებული დაბალპროცენტიანი სესხი, რაც მოგვცემს სულის მოთქმის საშუალებას”, – მიმართა პრეზიდენტს ერთ-ერთმა …

ოპოთეკით დაზარალებულებმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს

იპოთეკით დაზარალებულები დღეს, 9 აგვისტოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის მოთხოვნით  შეიკრიბნენ. მათი სურვილია უშუალოდ გიორგი პაპუაშვილისგან მოისმინონ პასუხი კითხვაზე, რატომ მიიღო სასამართლომ წარმოებაში სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ოჯახების გამოსახლების უფლება ისევ პოლიციას ექნება. „სარჩელის ავტორი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებიც იპოთეკარების ანუ გამსესხებლების ინტერესებს იცავენ. მათ სურთ გაუქმდეს პარლამენტის მიერ 2013 წელს მიღებული …

იპოთეკით დაზარალებულები მთავრობის სახლთან კარავს არ გაშლიან, ჯერჯერობით

17 ივლისს აჭარაში მცხოვრებ იპოთეკით დაზარალებულ პირებს აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს მეორედ შეხვდა აჭარის მთავრობის სახლთან. აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის თავმჯდომარე მათ მომავალ კვირას შეხვდება და დაწვრილებით გაესაუბრება. იპოთეკით დაზარალებულთა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი მთავრობის სახლთან კარვის გაშლას აპირებდნენ, თუმცა რადგან პატარაძისგან შეხვედრის და მათი პრობლემების მოსმენის პირობა მიიღეს, კარავს აღარ …

მთავრობის სახლთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

ამ წუთებში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს  რუსთაველის ქუჩის გადაკეტვის უფლება არ მისცა. მთავრობის სახლის წინ იპოთეკით დაზარალებული პირები უკვე მერვე დღეა შიმშილობენ. აქციის მონაწილეები მთავრობას გამოსახლების შეჩერებას და გრძელვადიანი კრედიტების გაცემას სთხოვენ.

იპოთეკით დაზარალებული პირები მთავრობის სახლის წინ შიმშილობენ

აჭარის მთავრობის შენობის წინ, იპოთეკით დაზარალებული პირების შიმშილობა გრძელდება. 20-მა ადამიანმა შიმშილობა გუშინ დაიწყო. ისინი დილის 8 საათიდან, საღამოს 8 საათამდე შიმშილობენ და აჭარის მთავრობისგან ბანკთან შუამდგომლობას და დაბალპროცენტიან,  გრძელვადიან კრედიტებს მოითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გუშინ პოლიცია მივიდა და მათ დაშლას შეეცადა. „მთავრობის სახლიდან 20 მეტრის მოშორებით მოგვთხოვეს პროტესტის გაგრძელება. პოლიციას ვუთხარი, რომ   მშვიდობიანი …

Exit mobile version