გუნდ TerraTech-ის წევრები – დავით რუსია, საბა ხაბურზანია, თამარ გამგებელი, გიგი გამსახურდია და ლუკა კუკავა 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის მთავარი გამარჯვებულები არიან. გუნდმა მაღალტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი შექმნა, რომელიც მაღაროელებს უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაში დაეხმარება. გამარჯვებული გუნდი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ტეხასში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება და იქ დაგეგმილ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას. …
Tag Archives: ინოვაციები
გამომგონებელი ბავშვები
ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში STEM აკადემია მეორე წელია არსებობს, სადაც მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინოვაციურ პროექტებს ქმნიან. ბავშვებთან მენტორი მასწავლებელი უტა კილასონია და პედაგოგი ჯაბა შაინიძე მუშაობენ. ამჟამად ბავშვები ოთხ პროექტზე მუშაობენ და როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, მომავალ წელს კონკურსში მონაწილეობასაც აპირებენ. STEM აკადემია მოიცავს ოთხი საგნის – მათემატიკის, მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებულ სწავლებას. როგორც …
თორნიკე რიჟვაძე: მხარს დავუჭერთ ახალგაზრდების ყველა ქმედით იდეას და ინიციატივას
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკის ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძემ მათ სამთავრობო ხედვისა და მომავალი გეგმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას რეგიონის მეთაურთან ერთად ტექნოპარკის ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში უახლოეს მომავალში გაიხსნება „ტექნოპარკი“, რომელიც შექმნის მაღალტექნოლოგიურ გარემოს სტარტაპების განვითარებისთვის. როგორც …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე: მხარს დავუჭერთ ახალგაზრდების ყველა ქმედით იდეას და ინიციატივას”
განათლების მინისტრი დემირელის სკოლის გამომგონებელ მოსწავლეებთან
„ცოცხალი საკვები“ – ასე ეწოდება ქართველი მოსწავლეების ახალ გამოგონებას, რომელიც ქუთაისში, წერეთლის სკოლის მოსწავლეებს – მაია ერაძესა და გიორგი ფხაკაძეს ეკუთვნით. მათ დიაბეტური პროდუქტი შექმნეს, მხოლოდ ქართული ნედლეულის გამოყენებით. პროექტი უკვე რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულია და ახალგაზრდები მაისში აშშ-ში, საერთაშორისო კონკურსზეც წარადგენენ. ინფორმაციას დემირელის სკოლის „ნორჩ გამომგონებელთა“ კლუბი ავრცელებს. სკოლის ინფორმაციით, დიეტური პროდუქტების შესაქმნელად მარიამმა და …
Continue reading “განათლების მინისტრი დემირელის სკოლის გამომგონებელ მოსწავლეებთან”
ბათუმელი მოსწავლეების გამოგონებამ სპეციალური პრიზი მიიღო
სკოლა „გორდას“ გამომგონებელი მოსწავლეები, მკვლევართა და გამომგონებელთა კონკურსზე – „ლეონარდო და ვინჩი“ ახალი ტექნოლოგიებით წარსდგნენ. ანა შუბლაძისა და ენრი გეგიძეს გამოგონებამ სპეციალური პრიზი დაიმსახურა. მათ „ლენოვოს“ ფირმის ტაბლეტები გადაეცათ. გამოგონება, რომელიც ბუნებრივი აირის, ნავთობის ან წყლის გაჟონვის რისკებს თითქმის გამორიცხავს, მეთერთმეტეკლასელ ანა შუბლაძეს და ენრი გეგიძეს ეკუთვნით. ეს მათთვის პირველი გამოგონებაა, თუმცა სხვა ინოვაციებიც აქვთ …
Continue reading “ბათუმელი მოსწავლეების გამოგონებამ სპეციალური პრიზი მიიღო”