თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესების მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი – მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის მიღებას ისახავს მიზნად. შეთავაზებები თიბისის და საქართველოს ბანკის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქვეყანაში ორი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის მიერ, 5 000 000 ლარის გამოყოფას გულისხმობს. …

თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს უთმობს

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ხმა მთელ საქართველოში გაჟღერდეს. ამ ინიციატივის ფარგლებში, 30 დეკემბრის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა გეძლევათ, თიბისის მობაილბანკში გააზიაროთ, რას უსურვებთ საქართველოს 2025 წელს. თიბისი მიღებულ სურვილებს შეკრებს და მათ მთელი საქართველოს მასშტაბით გააჟღერებს. …

  თიბისის განცხადება დაკავებული თიბისელების მხარდასაჭერად

დღეს, 8 დეკემბერს, თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს – გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენინგი – „როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“ გაიმართება

19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის,  გაიმართება ტრენინგი – ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი გაუძღვება და ის აუდიტორიას, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ ბიზნესები წარმატებულები ელ.კომერციის მიმართულებით. ორი, ორსაათიანი შეხვედრა ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება და ის ონლაინ გაყიდვებთან …

„თიბისის მაცნე“ – გაზეთი, რომელშიც მკითხველს, აგროსიახლეებთან ერთად, გათამაშებაც დახვდება

„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების  შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად. „თიბისის მაცნე“ საქართველოს ოთხ რეგიონში: სამეგრელოში, იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვრცელდება, ჯამში 70-მდე ქალაქსა და სოფელში. გაზეთი რეგიონების მოსახლეობას უსასყიდლოდ ურიგდება და ის ხელმისაწვდომია თიბისის ფილიალებში. გაზეთის მეორე …

შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე 1 გიგაბაიტი ინტერნეტი საჩუქრად – თიბისი დაზღვევა

მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებენ, ხოლო დამატებითი ინტერნეტის შეძენისას, 19%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. საჩუქრის გააქტიურება მარტივად, მობინექსის საიტზე ან აპითაა შესაძლებელი. სამოგზაურო დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს ისეთ ხარჯებს, რომლებიც მოგზაურობისას, ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების ან სამედიცინო დახმარების …

გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები“

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამოფენას An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები, ARCH+-თან თანამშრომლობით. სოციალური მედია და სხვა პლატფორმები, რომელთა ბიზნეს მოდელები ეფუძნება სოციალური ურთიერთობების კომერციალიზაციას, სიტყვებს, როგორებიცაა „საზოგადოება”, „გაზიარება” ან „ჩვენ”, გარდაქმნიან ცარიელ ცნებებად, რომლებიც თავის თავში აღარ მოიაზრებენ სოლიდარობას …

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2024 ჩატარდება

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით 2021 წლიდან ხორციელდება, მისი კონცეფცია კი შემუშავებულია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“მიერ. ოლიმპიადის ორგანიზატორია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. …

თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება

გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის“ ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თემატიკაზე მათგან მრავალფუნქციური ჩანთები შექმნა. ქუჩაში განთავსებული სარეკლამო ბანერები ქუჩის ესთეტიკის და ვიბრაციის ნაწილია, ამიტომ გრაფიტ არტისტმა მიშიკო სულაკაურმა a.k.a. LAMB თითოეული ჩანთა ინდივიდუალურად მოხატა, რამაც ჩანთებს უნიკალური დიზაინი, მრავალფეროვანი, სასიამოვნოდ ქაოტური გამოძახილი და …

როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა – TechXplore

თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და კომფორტული ციფრული გადაწყვეტები და ადგილზევე წარადგინეს მათი მუშა პროტოტიპები. საიდანაც ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა: Bankify I ადგილი Koggo 2.0 II ადგილი Hack ‘n’ Slash III ადგილი ჰაკათონის ჩატარების მიზანი ტექკომუნის გაერთიანებასთან ერთად, …

„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე მეტი კურსდამთავრებული და 100-მდე დასაქმებული

პროექტი ,,TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. შემოდგომის ნაკადზე, სასწავლო პროცესში, დამატებით 400-მდე სტუდენტი ჩაერთო, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი კარიერის ტექნოლოგიებში ტრანსფორმაციითა თუ არსებული ცოდნისა და უნარების განვითარებით. პროგრამის დაწყების დღიდან, 15 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია 8 ტექნოლოგიურ პროგრამაზე, რომელთაგან 800-მდე …

„შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფუძნებული რესტორანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ფართოვდება

„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხარისხის მენიუ. ყველაფერი, რასაც კი მომხმარებელი დააგემოვნებს, საუკეთესო უნდა იყოს. სწორედ ამგვარი მიდგომით მიაღწია „შემომეჭამამ“ იმას, რომ უკვე 4 ობიექტითაა წარმოდგენილი. „შეიძლება ითქვას, ჩვენს რესტორნებში ერთგვარი კომუნისტური იერია, თითქოს სასადილოს განწყობა …

„საბა“ 2024-ის ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას“ ჟიურიმ „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოავლუნეს. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22 -ედ ტარდება. 2024 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების …

კრეატიული კემპი ბიზნესებისთვის დიზაინ ინსტიტუტისგან

თიბისი ბიზნესისა და დიზაინ ინსტიტუტის ინიციატივით, 4 და 5 ოქტომბერს ჩატარდება შემოქმედებით კემპი, რომელიც არის ინტენსიური პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. კურსი ბიზნესის წარმომადგენლებს დაეხმარება ბიზნესის სტრატეგიის და შემოქმედებითი რესურსების მართვაში. შემოქმედებით კემპს გაუძღვებიან: კოკა ქამუშაძე ნიკუშა ანთაძე ეკა ბაბუნაშვილი ბეკი ფანცხავა ნინო ეგაძე გიორგი ქვლივიძე კურსი ჩატარდება ფიზიკურად, 4 და 5 ოქტომბერს, 10:00 დან …

რა პროდუქტებს აერთიანებს თიბისი ბიზნესის სხვადასხვა ნაკრები

ქართულ ბაზარზე ინოვაციური საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების დამკვიდრება თიბისის მრავალწლიანი ტრადიცია და ყოველდღიური ზრუნვის საგანია. ბანკი აქტიურად მუშაობს, რომ ნებისმიერ ბიზნესს მაქსიმალურად მოქნილი და მიზნობრივი პროდუქტი შესთავაზოს. თიბისის სტრატეგია მკაფიოა – მომხმარებლისთვის ბიზნეს საქმიანობის გამარტივება. ბიზნეს სეგმენტების კომერციული მართვის სერვის ექსპერტი, ნატო სიდამონიძე, ამ ფაქტს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს: „ნებისმიერი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ბიზნეს საქმიანობის მართვა …

ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში

თიბისი, 3 ოქტომბერს 14:00 საათზე, გიწვევთ Data ღონისძიებაზე „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას „Women In Data Science“ აძლიერებს საქართველოში. ღონისძიებაზე შეხვდებით დატას ქალ პროფესიონალებს, როგორც თიბისიდან, ასევე სხვა კომპანიებიდან. დაესწრებით მათ გამოსვლებს, პანელურ განხილვასა და მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოფებში. შესაძლებლობა გექნებათ კიდევ უფრო მეტი გაიგოთ მონაცემების შესახებ, …

ბლოგების და ვიდეოების კონკურსი ემიგრანტებისთვის

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალი „ფინედუ“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად, აცხადებს ბლოგების და ვიდეოების კონკურს „ჩემი გზა ემიგრაციაში”. ფინანსური განათლების გავრცელების სხვადასხვა და ეფექტური არხების განვითარების ხელშესაწყობად, ასევე, ემიგრანტთა სეგმენტის წინაშე არსებული თემატური გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია უშუალოდ ემიგრანტთა გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა. კონკურსის …

თიბისის ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება დაიწყო

თიბისი ტექკოლა – ეს არის შესაძლებლობა, ყველა უფროსკლასელისთვის, დაეუფლოს ტექნოლოგიებს, განივითაროს და შეიძინოს ახალი უნარები, გაიღრმაოს ინტერესები, დაისახოს მიზნები და რაც მთავარია, აირჩიოს ის რაც ნამდვილად აინტერესებს. ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. 10 სექტემბრიდან, ტექსკოლა მე-4 სემესტრის, ონლაინ …

თიბისი ბიზნესის საგანმანათლებლო ონლაინ ტრენინგი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის

თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. პარასკევს, 6 სექტემბერს 11:00 საათზე, Online შეხვედრის რეჟიმში საგადასახადო საკითხებზე ტრენინგს გაუძღვება დავით პაპიაშვილი – აუდიტორული კომპანია „KRESTON GEORGIA” – ს მმართველი პარტნიორი. ტრენინგი შეეხება საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს. …

მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება

UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედ უმასპინძლებს. გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 22-23 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მეწარმე ქალები მთელი საქართველოდან მიიღებენ. გამოფენის სტუმრებს ისინი საკუთარ ნაწარმს — საკვებსა და ღვინოებს, …

Technovation Girls – გამარჯვებული გუნდი ბათუმიდან

თიბისის მხარდაჭერით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ განხორციელდა. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. Technovation Girls SAKARTVELO 2024-ზე წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულებს შორისაა გოგონების გუნდი ბათუმიდან, პროექტით AI Eyes – ეს …

სწავლობ და ქმნი თიბისის ტექსკოლაში

თანამედროვე ადამიანისთვის ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა აუცილებელი წინაპირობაა ცოდნის გაღრმავების, საქმიანობის გაფართოების თუ წარმატების მიღწევისთვის. სწორედ ამიტომ, თიბისიმ ტექსკოლა დააარსა, რომელსაც მთელი საქართველოდან, ერთი წლის განმავლობაში, უკვე 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. თიბისის ტექსკოლის განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის მე-9 -იდან მე-12 კლასის ჩათვლით და მისი მიზანია, ახალი თაობა უფასოდ გაეცნოს და დაეუფლოს ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს. ტექსკოლის უნიკალურობა …

სწავლობ და ქმნი თიბისის ტექსკოლაში

ტექნოლოგიების საუკუნეში გაჩნდა შესაძლებლობა, სწავლის პარალელურად შექმნა საკუთარი პროექტები, დააგროვო ცოდნა და შეუერთდე მსოფლიოს წამყვან კომპანიებს. თიბისის ტექსკოლა სწორედ ის გარემოა, სადაც სკოლის მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, სრულიად უფასოდ ეუფლებიან ტექნოლოგიებს. ტექსკოლის მიზანია, ახალ თაობას მისცეს საბაზისო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და დაეხმაროს მომავალი პროფესიის არჩევაში. ტექსკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, შესაბამისად მას საქართველოს ყველა კუთხიდან …

დააზღვიე სახლი მარტივად და სწრაფად! – თიბისი დაზღვევა

ამიერიდან, „თიბისი დაზღვევაში“ მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ, სწრაფად და მარტივად დააზღვიონ სახლი. პოლისის ფარგლებში შენ აზღვევ: კონსტრუქციულ ელემენტებს, რემონტს, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ავეჯს. მნიშვნელობა არ აქვს სახლში შენ ცხოვრობ, თუ გაქირავებული გაქვს – დაზღვევა ორივე შემთხვევაში აგინაზღაურებს ზარალს. სახლის დაზღვევა თვეში 49 ლარიდან არის შესაძლებელი და აზღვევს ისეთ რისკებს, როგორიცაა: ხანძარი, აფეთქება, კვამლი, ან მეხის დაცემა; …

თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის

თიბისი ახალ თაობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მრავალფეროვან შეთავაზებებთან ერთად, მუნიციპალურ ტრანსპორტში – სკოლის მოსწავლეებს უფასოდ, ხოლო სტუდენტებს კი ნახევარ ფასად მგზავრობას სთავაზობს. თელავის, ქუთაისის, მცხეთის, ფოთის და ბაკურიანის შემდეგ, ახლა უკვე ახალციხის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ მუნიციპალურ ტრანსპორტში თიბისის მოსწავლის ბარათით გადახდისას იმგზავრონ უფასოდ. თიბისის შეთავაზება ასევე ვრცელდება სტუდენტებზე – თელავის, ქუთაისის, მცხეთის, …

თიბისის პარტნიორი კომპანია GEO MATIC მძღოლებს უნიკალურ სერვისს სთავაზობს

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 1000 ადამიანზე 418 ავტომობილი მოდის. ამ მონაცემის გათვალისწინებით (მანქანას ლამის ყოველი მეორე ფლობს), გასაკვირია, რომ კომპანია GEO MATIC-ის მიერ მძღოლებისთვის შეთავაზებული სერვისი დღემდე არ არსებობდა ქვეყანაში და მხოლოდ ახლა მკვიდრდება. GEO MATIC-ის დანადგარებიდან, რომლებიც ავტოსამრეცხაოებსა და სხვა შესაბამის ადგილებში დაგხვდებათ, მომხმარებელს ორი სახის პროდუქტის შეძენა შეეძლება: მინის საწმენდი ერთჯერადი ტილოსი და ასევე …

უგულშემატკივრე ბორჯღალოსნებს ბათუმის სტადიონზე

მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბოჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის ივლისის ტესტების სერიის პირველ თამაშზე. საქართველო ფიჯის თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე” გაიმართება. ბორჯღალოსნები რაგბის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გუნდს, „მფრინავ ფიჯელებს“ ერკინებიან. თამაშის დღეს, 17:00 საათიდან, ფან ზონაში გულშემატკივრებს დახვდებათ მუსიკა, კვების ობიექტები, ფან შოპი  და გართობა. თამაშის დასრულების შემდეგ მორაგბეებიც შეუერთდებიან გულშემატკივრებს …

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკული გამოფენა გაიმართება

4-5 ივლისს, თბილისში, ექსპოჯორჯიას ორგანიზებით, ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში, Greda-ს და Invest In Network-ის თანაორგანიზებითა და თიბისის სპონსორობით,  საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი (Georgia Energy Exhibition and Forum – GEEF 2024) გაიმართება, ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი. გამოფენის მიზანია, ერთი მხრივ  ხელი შეუწყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ბიზნეს ურთიერთობის გაღრმავებას, მეორეს მხრივ კი იქცეს …

გადაიხადე კვირას თიბისით და დაიბრუნე 10% მომენტალურად

თიბისი აგრძელებს მომხმარებელზე ზრუნვას და მათი ცხოვრების გამარტივებას. ამ მიზანს ემსახურება ახალი კამპანია, რომელიც მასშტაბურია და ყველას შეეხება, ვისაც თიბისის საბარათე ნაკრები აქვს. კამპანიაში ჩასართავად საჭიროა, რომ ყოველ კვირა დღეს გადაიხადოთ თიბისის საბარათე ნაკრების ბარათით მინიმუმ 10 ლარი ქსელურ სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში და  მომენტალურად დაიბრუნებთ გადახდილი თანხის 10%-ს, თითოეულ სექტორში მაქსიმუმ 20 ლარის ოდენობით. აქციაში …

გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოს 2024 წლის ფინალისტები ცნობილია!

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს. ფინალისტები 5 კატეგორიაში გამოვლინდნენ ტექ ლიდერი – მარია ბელმასოვა, ნათია სირბილაძე, ნათია ხუხუნაიშვილი, აღმოჩენა ახალ თაობაში – ანასტასია კვინიკაძე, თამარ ფეიქრიშვილი, …

TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის

ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, უკვე ერთ წელზე მეტია, რაც თიბისი, USAID-თან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის“. პროექტის წინა ეტაპზე 10,000-მდე რეგისტრირებული აპლიკანტიდან შეირჩა 400-ზე მეტი მონაწილე, რომელთაგან ნაწილი მიმდინარე სტუდენტია, ნაწილმა კი უკვე წარმატებით დაასრულა სასწავლო პროგრამები და საკუთარ კარიერას სხვადასხვა წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში აგრძელებს. ახლა კი, რეგისტრაცია ცხადდება დამატებით 350-მდე მონაწილის …

თიბისის პარტნიორი კომპანია 1plus1-ის აპლიკაცია ყველაფრის გაორმაგებაში დაგეხმარებათ

1plus1 თიბისისა და აწარმოე საქართველოს ინოვაციური სტარტაპის გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ოპერირება 2 თვის წინ დაიწყო. იდეა, რომელიც მეგობრებმა და ბიზნეს-პარტნიორებმა, დიანა ლაჭყეპიანმა და ზურაბ რცხილაძემ ბიზნესად აქციეს, უმარტივესია:  „ადამიანს ყოველთვის სურს, მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე იხდის. მარკეტინგული ხერხი 1+1 მსოფლიოში კარგადაა აპრობირებული. გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა საერთაშორისო კომპანია, რომელიც თავს მოუყრიდა ასობით სხვადასხვა ბიზნესის პროდუქტსა თუ …

კოკა რამიშვილის გამოფენა „პლატფორმა მოვლენისთვის“

თიბისი კონცეპტი და რია ქებურიას ფონდი წარმოგიდგენთ კოკა რამიშვილის გამოფენას „პლატფორმა მოვლენისთვის”. გამოფენას 7 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე უმასპინძლებს. კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე განვითარდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. ის მკვლევარი …

საპატრულო ჯარიმების გადახდა აღარასდროს დაგიგვიანდება – თიბისის მობაილბანკის ახალი სერვისი

თუ აქამდე საპატრულო ჯარიმების შესამოწმებლად სპეციალურ პლატფორმაზე შესვლა და ქვითრის ნომრისა თუ ტექ-პასპორტის ნომრის წინასწარ მოძებნა გჭირდებოდა  – ახლა ჯარიმების ნახვასა და გადახდას უკვე თიბისის მობაილბანკიდან 1 წუთში შეძლებ. ავტო კომფორტი ახალი ფუნქციონალია, რომელიც ავტომობილის მფლობელების ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა. ავტო კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის თიბისის მობაილბანკში დამატებაა საჭირო. ამის შემდეგ კი შეძლებ: გადაიხადო ჯარიმები ქვითრის ნომრის გარეშე – შენი …

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს მუდმივი შეთავაზებები დაემატა

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს ახალი თაობის საყვარელ ობიექტებში მუდმივი შეთავაზებები დაემატა. მოსწავლეები და სტუდენტები თიბისის ბარათებით გადახდისას თანხის 30%-ს დაიბრუნებენ ბიბლუსში, მინისოში, მაკდონალდსში, ლუკა პოლარეში, სულაკაურის გამომცემლობასა და ორგსერვისში. დამატებით სტუდენტები მიიღებენ 40% ფასდაკლებას ჯიპისიში და 50% ფასდაკლებას პსპ-ში. განახლებული ნაკრები საშუალებას მისცემს მოსწავლეებსა და სტუდენტებს დაზოგონ თანხა ყოველდღიურად და დამოუკიდებლად და მარტივად მართონ …

რა შეუძლიათ მოსწავლეებს hi app-ის დახმარებით

ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები. გიზიარებთ მარტივ ფუნქციებს, რომლებიც მოსწავლეებს თიბისის hi app-ში დახვდებათ: გადარიცხვა სხვასთან და საკუთარ ანგარიშებს შორის 5გბ ინტერნეტის 1 ლარად ჩართვა მობილური ბალანსის შევსება ბანკომატიდან თანხის QR კოდით განაღდება მათზე მორგებული შეთავაზებების ნახვა. hi app-ით სარგებლობა უფასოა და ხელმისაწვდომია …

Exit mobile version